ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც შეგიძლიათ, თქვენს ძაღლსაც უწილადოთ

არაერთი პატრონი საკუთარ შინაურ ცხოველს ტკბილეულითა და ადამიანისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საკვებით ანებივრებს, თუმცა, იმ პროდუქტების უმეტესობა, რასაც ჩვენ მივირთმევთ ცხოველის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს.

მიუხედავად ამისა, არსებობს საკვები, მათ შორის ხილი, ბოსტნეული და ა.შ., რომელიც შეიცავს ვიტამინებს და შინაური ბინადრისთვის სასარგებლოა.

თუ გსურთ, რომ თქვენმა ძაღლმა სპეციალური საკვების გარდა დამატებით მიიღოს ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, გადახედეთ ჩამონათვალს.

კვერცხი

ცილა ძაღლისთვის სასარგებლოა. კვირაში 1-2- ჯერ კარგად მოხარშული კვერცხი ცხოველს არათუ ავნებს, არამედ არგებს კიდეც.

ქორფა სტაფილო

სტაფილოს მიღება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ძალებისთვისაც სასარგებლოა. ეს ბოსტნეული ზრუნავს კბილების სიჯანსაღესა და მხედველობაზე.

ბრინჯი

ვეტერინარები ბრინჯს რეკომენდაციას აქტუალურად უწევენ. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. კვირაში ერთი პატარა ჯამი მოხარშული (დანამატების გარეშე) ბრიჯი სასარგებლოა ძაღლის ჯანმრთელობისთვის. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს პროტეინს, ხოლო თეთრი ბრინჯი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მოხარშული ქათამი (დანამატების გარეშე)

მცირე რაოდენობის მოხარშული ქათმის ხორცი ძაღლს არ ავნებს. მასში შემავალი პროტეინი ცხოველისთვის სასარგებლოა. თუ თქვენ ხშირად მიირთმევთ ქათმის ხორცს, შეგიძლიათ, პატარა ზომის ნაჭერი დააქუცმაცოთ და ძაღლის საკვებს დაუმატოთ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ძვალი ცხოველის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

მოცვი
ვეტერინარები ძაღლის პატრონებს ურჩევენ, საკუთარ ბინადარს დღეში 1 ან 2 მარცვალი მოცვით გაუმასპინძლდნენ. მოცვში შემავალი ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები თქვენი ძაღლის ბეწვს რამდენიმე კვირის შემდეგ ფუმფულასა და ბზინვარეს გახდის.

ვაშლი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ძაღლს პირის ღრუში უსიამოვნო სუნი აქვს, კვირაში რამდენიმე ნაჭერი ვაშლი ამ პრობლემას მოაგვარებს, ამასთანავე, ეს ხილი საუკეთესოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. სანამ ძაღლს ვაშლს აჭმევთ, აუცილებელია გულსართის ამოცლა (განსაკუთრებით თესლის).

ორაგული

ადამიანის მსგავსად, ძაღლი ორაგულიდან იღებს ომეგა 3-ს და პროტეინს, რაც ძალიან სასარგებლოა.

ყველი

არადამაჯერებლად ჟღერს, თუმცა, ზოგიერთ ძაღლს ლაქტოზას აუტანლობა აქვს, ამ შემთხვევაში რძის პროდუქტებთან საჭიროა სიფრთხილე. დარწმუნდით, რომ მცირე რაოდენობის ყველი თქვენს ძაღლს არ აწყენს, მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, კვირაში 2-3-ჯერ უწილადოთ ცხოველს ყველის პატარა ნაჭერი.

გოგრა

მოხარშული გოგრა ძალიან სასარგებლოა ძაღლისთვის. ის შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალებს.

შენიშვნა: არ არის რეკომენდირებული, ცხოველს კონკრეტული საკვები დიდი ოდენობით ან სისტემატურად მისცეთ. ასევე, თითოეული ძაღლის ორგანიზმი განსხვავებულია. შესაძლოა, სასარგებლო პროდუქტმა ცხოველს ავნოს, ამიტომ საკვების მიღების შემდეგ დააკვირდით ძაღლს, თუ როგორ შეირგებს ამა თუ იმ პროდუქტს.

ასევე იხილეთ:

სპეციალისტებმა ძაღლებისთვის სასიკვდილოდ საშიში პროდუქტები დაასახელეს

zooclub.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა