აჭარაში სასწრაფოს ექიმებს ტრანსპორტირებაში OFF ROAD-ის წევრები ეხმარებიან

Sans titre 5
აჭარაში დიდთოვლობის გამო სასწრაფოს ექიმებს ტრანსპორტირებაში სამოყვარულო სპორტული კლუბის OFF ROAD-ის წევრები ეხმარებიან. კლუბის წევრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მძიმე პაციენტების სტაციონარში გადაყვანაშიც უწევენ დახმარებას.

ქობულეთში სტიქიას მეორე დღეა ებრძვიან. სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი მუნიცოპალიტეტის ხელმძღვანელებიც.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა