7-მეტრიანმა პითონმა მამაკაცი შეჭამა (ფოტო, ვიდეო)

რედაქციის გაფრთხილება: არასრულწლოვანთათვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირთათვის, მოყვანილი ფოტო და ვიდეომასალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი!

შემზარავი სანახაობა – მამაკაცი შვიდმეტრიანმა პითონმა შეჭამა, ქვეწარმავალმა მამაკაცის სხეული მთლიანად გადაყლაპა.
გასული კვირის კვირა დღეს, 25 წლის აკბარ სალუბირო დაიკარგა, სალუბირო ზეთის ხილის პლანტაციაში მუშაობდა, რის შემდეგაც აღარ უნახავთ. შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა.
მომდევნო დღის საღამოს დაკარგული მამაკაცის მეგობრებმა, სალუბიროს პლანტაციაში გიგანტური პითონი იპოვეს, რომელიც გაუნძრევლად იწვა. ქვეწარმავალი მოკლეს და სანადირო დანით გაჭრეს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „დეილიმეილი“ ავრცელებს.



წყარო: newposts.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა