5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს

შესაძლოა, კარგად ვიცნობთ ჩვენი ძაღლის ხასიათს, ვიცით, რა დროს რა სურს, თუმცა, ზოგჯერ ჩვენი ოთხფეხა ბინადრის დამშვიდება ძალიან რთულია. არიან ძაღლები, რომლებიც ხშირად იყეფებიან, რათა მოთხოვნები შეუსრულოს პატრონმა და გვაწუხებენ ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფებს.

რამდენიმე რჩევა სპეციალისტებისგან, თუ როგორ დავამშვიდოთ ძაღლი, როცა ყეფს:
როცა ძაღლი საკვებს ითხოვს:
1_2e87b
არიან ძაღლები, როცა საკვების თხოვნის მიზნით იწყებენ ყეფას და არ ჩერდებიან. ამ მეთოდით ცხოველი ცდილობს პატრონის კონტროლს. არ შეასრულოთ მისი მოთხოვნა. დაელოდეთ რამდენიმე წუთი. როცა დამშვიდდება, საკვებიც მაშინ მიეცით.

არ მიაქციოთ ყურადღება, როცა ძაღლი ყეფით რამეს გთხოვთ:
2_699dd
როგორც ზევით ავღნიშნეთ, პატრონმა ძაღლის მოთხოვნები დაუყოვნებლივ არ უნდა შეასრულოს. ის დაიღლება ყეფით და გაჩერდება. შინაური ცხოველი დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ ყეფით პატრონზე დომინირებას ვერ ახდენს და ნელ-ნელა გადაეჩვევა.

დააჯილდოვეთ ის კარგი ქცევისთვის:
3_a4147
როდესაც თქვენი შინაური ბინადარი კარგად იქცევა, აუცილებლად შეაქეთ და დააჯილდოვეთ გემრიელი სასუსნავით.

გადაიტანეთ ყეფის დროს ყურადღება სხვა გასართობზე:
4_98dfd
როცა ძაღლი ყეფას დაიწყებს, შეეცადეთ მასთან თამაში, ასწავლეთ ამ დროს ახალი ბრძანებები. ამ გზით მოახერხებთ, რომ ძაღლმა ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოს. ამასთანავე, სწავლა და თამაში მისთვის სასარგებლოა.

გააგრძელეთ ძაღლის ვარჯიში:
5_857e6
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეთოდები ამართლებს და ძაღლი ადრინდელთან შედარებით შეიცვალა, აუცილებლად გააგრძელეთ მისი ვარჯიში. თქვენს შინაურ ბინადარს ეს ხელს შეუწყობს, შეცვალოს თავისი ქცევები და უკეთ მიხვდეს თქვენს მოთხოვნებს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა