კვირას, 5 მარტს 12:00 საათზე, იმართება მონადირეთა შეკრება ყოფილ იპოდრომზე

კვირას, 5 მარტს იმართება მონადირეთა შეკრება იპოდრომზე სადაც “მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი” ხალხს გააცნობს ახალი კანონპროექტის შესაჩერებლად მომზადებულ წერილს. დეტალურად გთავაზობთ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფიდან.

“მოგესალმებით. შედგა ჯგუფის პირველი სამუშაო შეკრება. განვიხილეთ და შევაჯერეთ ყველა ძირითადი საკითხი. ჩვენი გეგმა უცვლელია და ვმუშაობთ სამართლებრივი გზებით შემოთავაზებული კანონპროექტის შეჩერების მექანიზმებზე. მზადდება წერილი პრემრიეის და გარემოს დაცვის მინისტრის სახელზე. ასევე ვაპირებთ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის შესაჩერებლად. ასევე განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები 5 მარტის აქციასთან დაკავშირებით. შემუშავდა კლუბებთან და რეგიონებში არსებულ ჯგუფებთან კოორდინაციის პირველადი გეგმა.”

მონადირეებო ყველას შეგიძლიათ (საჭიროა) მოსვლა და აზრის დაფიქსირება. მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზდებული წერილი გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს მხოლოდ მას შემდეგ რაც აქციაზე შეკრებილი ხალხის (მონადირეთა) უმრავლესობა გაეცნობა და მხარს დაუჭერს. ყველა მონადირის და ბუნების მოყვარული ადამიანის ვალია ამ საქმეში მონაწილეობის მიღება (ვისთვისაც მიუღებელია ახალი “კანონპროექტი ნადირობის შესახებ”), წამოიღეთ პირადობის მოწმობები (ხელმოწერებისთვის).

შეკრების ადგილი: მონადირეების შეკრება ხდება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მხრიდან (სადაც ძაღლების გამოფენები ტარდება). დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ ნაჩვენებ რუკაზე.

Google map – ის კოორდინატებია 41.720539, 44.746858 ან პირდაპირ დააჭირეთ აქ

ჯგუფის სანახავად, საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ Facebook – ზე და ძებნაში ჩაწეროთ სახელი ( მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი ). ან უბრალოდ დააჭირეთ აქ

თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის რომელ კანონპროექტზეა საუბარი, მაშინ

კანონპროექტის სანახავად დააჭირეთ აქ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა