3 მონადირეს გზა აერია და საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს

Sans titre 27სოფელ სადახლოში ნადირობისას საქართველოს სამ მოქალაქეს გზა აერია და შეცდომით გადაკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
მას შემდეგ, რაც მათ გააცნობიერეს, რომ გზა აერიათ, დახმარების მიზნით მიმართეს სომხეთის ტერიტორიაზე, სოფელ თაზაქენდში არსებულ სომხეთის სასაზღვრო უწყების ბლოკ-საგუშაგოს.
მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეების მხრიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, შს მინისტრის მოადგილის – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ–მაიორის ზურაბ გამეზარდაშვილის უშუალო ჩარევის შედეგად, ქართველი მონადირეები გაათავისუფლეს და კუთვნილი ქონება საქართველოს პირველმა მესაზღვრემ მათ პირადად გადასცა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა