2018-2019 წლის სეზონი და ახალი ვადები

ყურადღება!!! კარგი სიახლე! სეზონი ყველგან 18 აგვისტოს იხსნება! მთელი საქართველოს მასშტაბით…

რედაქტირების თარიღი 17/08/2018


ინფორმაცია იმის შესახებ რომ საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ნადირობის სეზონი 1 სექტემბრამდე არ გაიხსნება, დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა. იხ. ლინკი
ქვემოთ გთავაზობთ სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელი სახით:

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

 

2018-2019 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით შემდეგია:

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალინადირობისვადები და დღიური ლიმიტებინადირობის ადგილების მიხედვით

ლათინურიდასახელებაქართულიდასახელება  ვადები        გადამფრენფრინველებზენადირობის დღიურილიმიტები
 

სახეობებირომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობებისგარეთ

 

წყალმცურავი ფრინველებირომლებზეც ნადირობამითითებულ ვადებში დადღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზეგარდაახალქალაქისნინოწმინდისწალკის და დმანისის მუნიციპალიტეტებისტერიტორიებისა

 

1

 

Anser anser

 

რუხი ბატი

 

01.11 – 01.03

 

5 ცალი

2Anas streperaრუხი იხვი01.11 – 01.033 ცალი
3Anas creccaჭიკვარა (სტვენია იხვი)01.11 – 01.035 ცალი
4Anas platyrhynchosგარეული იხვი01.11 – 01.036 ცალი
5Anas querquedulaიხვინჯა (ჭახჭახა იხვი)01.11 – 01.033 ცალი
6Anas clypeataფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი01.11 – 01.033 ცალი
7Fulica atraმელოტა01.11 – 01.036 ცალი
8Anas acutaკუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი01.11 – 01.033 ცალი
9Anas penelopeთეთრშუბლა იხვი01.11 – 01.036 ცალი
10Anser albifronsდიდი თეთრშუბლა ბატი01.11 – 01.035 ცალი
11Aythya ferinaწითელთავა ყვინთია01.11 – 01.033 ცალი
12Aythya fuligulaქოჩორა ყვინთია01.11 – 01.035 ცალი
 

წყალმცურავი ფრინველებირომლებზეც ნადირობამითითებულ ვადებში დადღიური ლიმიტებითნებადართულია მხოლოდ ახალქალაქისნინოწმინდისწალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე

 

1

 

Anser anser

 

რუხი ბატი

 

10.09 – 31.12

 

3 ცალი

2Anas streperaრუხი იხვი10.09 – 31.122 ცალი
3Anas creccaჭიკვარა (სტვენია იხვი)10.09 – 31.123 ცალი
4Anas platyrhynchosგარეული იხვი10.09 – 31.125 ცალი
5Anas querquedulaიხვინჯა (ჭახჭახა იხვი)10.09 – 31.122 ცალი
6Anas clypeataფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი10.09 – 31.122 ცალი
7
Fulica atra
მელოტა10.09 – 31.125 ცალი
8Anas acutaკუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი10.09 – 31.122 ცალი
9Anas penelopeთეთრშუბლა იხვი10.09 – 31.123 ცალი
10Anser albifronsდიდი თეთრშუბლა ბატი10.09 – 31.123 ცალი
11Aythya ferinaწითელთავა ყვინთია10.09 – 31.122 ცალი
12Aythya fuligulaქოჩორა ყვინთია10.09 – 31.123 ცალი
 

სხვა ფრინველები

 

1

 

Scolopax rusticola

 

ტყის ქათამი

 

15.10 – 01.03                      

 

          ცალი

 

 

2Gallinago gallinagoჩიბუხააგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე          5 ცალი
3Coturnix coturnixმწყერიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე        20 ცალი
4Columba palumbusქედანიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე       10 ცალი
5Columba liviaგარეული მტრედიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15   თებერვლამდე        10 ცალი
6Columba oenasგულიო (გვიძინი)აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე        10 ცალი
7Streptopelia turturჩვეულებრივი გვრიტიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე        10 ცალი
8Crex crexღალღააგვისტოს მესამე შაბათიდან – 15   თებერვლამდე        5 ცალი
9Lymnocryptes minimusჩიბუხელა (გარშნეპი)აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე

 

 

          5 ცალი


სიახლე 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფრინველებზე: ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე  ზემოთ მოცემული იგივე დღიური ლიმიტებით ნადირობა ნებადართულია 2018 წლის 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე!

 

ნადირობა აკრძალულია:
სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

ნადირობის აკრძალული მეთოდები:
მცენარეული საფარის დაწვა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

წყარო: moe.gov.ge – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა