20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სამინისტრო გეგმავს “ნადირობის შესახებ” კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სამინისტრო გეგმავს “ნადირობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე, განხილულ იქნება საკითხი, გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით.

წარმოგიდგენთ შეხვედრების განრიგს, ადგილმდებარეობისა და თარიღების მითითებით;

· 20 თებერვალი, 12:00 საათი – გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
· 21 თებერვალი, 11:00 საათი – ბათუმის მერიის შენობა;
· 21 თებერვალი, 15:00 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
· 22 თებერვალი, 11:00 საათი – ფოთის მერიის შენობა;
· 22 თებერვალი, 15:00 საათი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;
· 23 თებერვალი, 12:00 საათი – ქუთაისის მერიის შენობა;
· 24 თებერვალი, 11:00 საათი – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

მონადირეებო ყველას შეგიძლიათ ( საჭიროა ძაან) დაესწროთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ რას ეთანხმებით და რას არა.


„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი იხილეთ ქვემოთ

წყარო: eiec.gov.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა