2 წლის გოგონა დობერმანმა გადაარჩინა

sans-titre-5
ავსტრალიელი კეტრინ სვილიჩიჩი ქმარსა და 2 წლის შარლოტასთან ერთად ავსტრალიის ქალაქ კერნსში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მათი ოჯახი კიდევ ერთი წევრით შეივსო. ეს არის დობერმანი, სახელად ჰანი. ძაღლი პატრონმა მიატოვა, მაგრამ კეტრინმა და მისმა მეუღლემ თავშესაფრიდან აიყვანეს.

სულ 4 დღე იყო გასული, რაც დობერმანი ახალ სახლში ცხოვრობდა. ის პატარა შარლოტასთან ერთად ეზოში თამაშობდა. ისე ჩანდა, თითქოს ბავშვი შესანიშნავად ეწყობოდა ცხოველს, მაგრამ უეცრად დობერმანმა ღრენა დაიწყო. წამის მერე მან გოგონას პამპერსში ჩაავლო პირი და მასთან ერთად გვერდით გახტა!

ძალიან შეშინებული დედა მაშინვე ბავშვის საშველად გაიქცა, მაგრამ გაირკვა, რომ საშიშროებას უკვე ჩაევლო. სინამდვილეში ხანი ბავშვს სულაც არ დასხმია თავს, როგორც ეს შორიდან ჩანდა! მან გოგონა გადაარჩინა!

gveliიმ ადგილას, სადაც წამის წინ გოგონა თამაშობდა, შხამიანი გველი მიიკლაკნებოდა… უკანასკნელ მომენტში გულადმა ჰანმა მოასწრო პატარა პატრონის გადარჩენა, მაგრამ გველმა ძაღლი დაგესლა!

საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა. ვეტერინარმა ოპერატიულად გაუკეთა შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა.

ამის შემდეგ ოჯახმა უფრო მეტად შეიყვარა ახალი წევრი! გოგონა და ჰანი განუყრელი მეგობრები არიან.

xani-sharlota-dobermani-2

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა