ძაღლის ვაქცინაცია


პროფილაქტიკური აცრები – პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ ძაღლების, არამედ კატების მფლობელებმაც. ძაღლთა ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური ავადმყოფობებია: ხორცის მჭამელი ცხოველების შავი ჭირი, ჰეპათიტი, პარვოვიროზი, ლეპტოსპიროზი, ცოფი; კატებისა: ვირუსული რინოტრაქეიტი; კალცივირუსული ინფექცია, კატების პანლეიკოპენია და ცოფი. ცხადია, უფრო მარტივია ყველა ამ ავადმყოფობის შესახებ გაფრთხილება, ვიდრე მათი მკურნალობა. ჩატარებული აცრების შესახებ ყველა ცნობა შეიტანება ვეტერინარულ პასპორტში, რომელიც ფორმდება ვეტერინარის მიერ ვაქცინის სახეობის, ვაქცინაციის თარიღისა და ვაქცინაციის ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის მითითებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გეგმავთ გამოფენებზე მონაწილეობას ანაც ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობას.
ვაქცინაციის ვადები: ლეკვების აცრა პირველად 8-9 კვირის ასაკში ხდება, 3-4 კვირაში ატარებენ რევაქცინაციას იმავე აცრებით, ამ შემთხვევაში განმეორებით რევაქცინაციას ატარებენ 10 თვეში (წელიწადში), ამასთან ცოფის აცრასაც. კნუტებს ვაქცინაციას პირველად 9-12 კვირის ასაკში პოლივალენტი ვაქცინით უკეთებენ, შემდგომი რევაქცინაცია უნდა მოხდეს 3 კვირაში ამავე ვაქცინით, ამასთან უნდა გაკეთდეს ცოფის ვაქცინაც. უფრო ადრეულ ასაკში მაღალია დედისეული ანტისხეულების დონე, რომელთაც კნუტები და ლეკვები რძესთან ერთად იღებენ, ამიტომაც ამ პერიოდში ვაქცინაცია არაეფექტურია.
ზრდასრული ცხოველების ვაქცინირება საჭიროა წელიწადში ერთხელ ყოველწლიურად.
აქტიური იმუნიტეტის გამომუშავება არ ხდება ვაქცინაციის მომენტიდან 10 დღის შემდეგ, ამ პერიოდში აუცილებელია თვალი ადევნოთ იმას, რომ ცხოველები არ გაცივდნენ, არ შეიძლება მათთან ერთად ქუჩაში სეირნობა, არ არის რეკომენდირებული მათი დაბანვა.
თუ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი უკვე მოხდა ან ავადმყოფობა განვითარების ადრეულ სტადიაზეა, მაშინ შესაძლებელია ჰიპერიმუნური შრატების გამოყენება. შრატი – ეს არის მზა ანტისხეულები ძაღლებისა და კატების ვირისული დაავადებებისათვის; იგი უზრუნვეყოფს პასიურ იმუნიტეტს 2 კვირის ვადით.

ვაქცინაციის წესები:
ვაქცინირებული შეიძლება იყვნენ მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები;
ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე აუცილებელია დეგელმინტიზაციის ჩატარება, რადგანაც გელმინტები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას და ვაქცინას არაეფექტურს ხდიან;
ვაქცინაცია (განსაკუთრებით პირველი ვაქცინაცია) უნდა ჩაატაროს ვეტერინარმა კლინიკაში, რადგანაც არაა გამორიცხული ვაქცინათა ისეთი ნეგატიური ქმედებები, როგორიცაა სხვადასხვა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიის უმძიმესი მდგომარეობები. ამიტომაც, ამ შედეგებისაგან პროფილაქტიკისათვის და დაცვისათვის აცრამდე იყენებენ რომელიმე ანტიჰისტამინ პრეპარატს (დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი).

მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო აცრას კანონი ითხოვს და თუ ცხოველი არ ავცერით, კანონის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ამას ახსნაც აქვს – იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველი არ ტოვებს სახლს და მხოლოდ აივანზე გადის (რაც მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი), არ არის გამორიცხული მისი დასნებოვნება ცოფით. ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანად შესაძლოა ღამურა მოგვევლინოს. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ცხოველი არ გავიყვანოთ ეზოში, სადაც მას, გვინდა თუ არა, მაინც ექნება კონტაქტი ეზოს უპატრონო ძაღლებთან, ისინი კი ცოფის პოტენციური გადამტანები არიან. ცოფთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველის აცრა სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების რისკი მაშინაც კი არსებობს, როცა ცხოველი ოთახს არ ტოვებს. დაავადების გამომწვევი მრავალი აგენტი ოთახში შესაძლოა ჩვენს ფეხსაცმელებს შემოჰყვეს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა