ძაღლის და კატის დაბანის სიხშირე და წესები

იმისთვის, რომ თქვენი ძაღლი სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდეს საჭიროა მისი განსაზღვრულ დროში დაბანა და გაწმენდა, ეს კი დამოკიდებულია ჯიშსა და ბეწვის ტიპზე, უფრო დეტალურად, თუ როგორ ვაბანაოთ ძაღლი ან კატა ზოომარტის ვეტერინარი თორნიკე ხარგალაძე გ.

ძაღლის კანი გამოყოფს ბუნებრივ ზეთს, რაც კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუ თქვენ ხშირად დაბანთ თქვენს ძაღლს, მაგალითად კვირაში ერთხელ, თქვენ ამით მის კანს ჩამოაშორებთ ზეთს და გამოიწვევთ კანის გამოშრობას. ამასთან ძაღლის კანს არ გააჩნია საოფლე ჯირკვლები, ამიტომ აუცილებელია სპეციალური შამპუნების გამოყენება, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ძაღლებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანისთვის განკუთვნილი შამპუნების გამოყენება.

ძაღლის დაბანა რეკომენდირებულია წელიწადში 2-3 ჯერ. განსაკუთრებული შემთხვევების დროს, როცა ის ძალიან დაისვრება ან ექნება სუნი შეგიძლიათ 4-5 ჯერ დაბანა. ინტერვალებში კი გასაწმენდად გამოიყენეთ სპეციალური ერთჯერადი სველი სალფეტკები, რომელიც ჭუჭყთან ერთად აქრობს სუნსაც.

როგორ ვაბანაოთ ძაღლი

banaobaძაღლის და კატის დაბანის სიხშირე და წესები

ამისთვის პირველ რიგში, საჭიროა განვეწყოთ მხიარულად.ლეკვებისთვის და პატარა ჯიშის ძაღლებისთვის აარჩიეთ სათანადო ზომის და სიღრმის აბაზანა. სასურველია თქვენს ვანას ჰქონდეს რეზინის ძირი, რადგან სრიალის შემთხვევაში თქვენი ძაღლი თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს. დაწყებამდე მოიმარაგეთ ყველა ის საჭირო ატრიბუტი, რაც დაბანის პროცესში დაგჭირდებათ: შამპუნი, პირსახოცები, რეზინის მასაჟორი, პლასტმასის ჯამი (წყლის დასასხმელად) და სხვა.

დარწმუნდით რომ წყალი არის ნელთბილი, გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი ძაღლის ჯშისთვისა და ბეწვის ტიპისთვის განკუთვნილი შამპუნი. ეცადეთ შამპუნი არ მოხვდეს თვალებსა და ყურებში. კარგად ჩამობანეთ. შეუფერებელმა შამპუნმა და ხშირად დაბანამ, შეიძლება გამოიწვიოს ქერტლი და ქავილი. ზამთარში, თქვენი ძაღლის დაბანის შემდეგ, ის უნდა დატოვოთ სახლში მშრალ და თბილ ადგილზე, შეაშრეთ ფენით თბილი ჰაერის რეჟიმზე. ძაღლებს ახასიათებთ სხეულის რხევა, ზედმეტი წყლის მოსაშორებლად. რხევა იწყება ძაღლის თავიდან, თუ მას დაუჭერთ თავს რხევის მცდელობაც ნაკლები ექნება. ბანაობის შემდეგ გადააფარეთ პირსახოცი რათა თავიდან აიცილოთ რხევის შედეგად კედლებისა და თქვენი გაწუწვა.

როგორ ვაბანაოთ კატა

funny-wet-cats-37ძაღლის და კატის დაბანის სიხშირე და წესები

საერთოდ კატებს დაბანა არ სჭირდება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ძალიან დაისვარა მაშინ მოგიწევთ მისი დაბანა.
გაეცანით შემდგომ წესებს, რომლითაც შეამცირებთ სტრესის რისკს და მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს:

შეარჩიეთ ისეთი დრო როდესაც კატა არის თამაშის ხასიათზე, გაართეთ მისი საყვარელი სათამაშოთი, ეს მას ყურადღებას გადაატანინებს.

თუ თქვენი კატა არცთუისე მშვიდია, მაშინ სანამ მის დაბანას გადაწყვეტდეთ, დააჭერით ბრჭყალები, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ნაკაწრები.

დაბანამდე კარგად გამოვარცხნეთ და ყურებში გაუკეთეთ ბამბის ტამპონები, რათა თავიდან აიცილოთ ყურების დასველება.

შეურჩიეთ აბაზანა რომელსაც ექნება რეზინის ძირი, რათა არ ისრიალოს. აბანავეთ მოთბო წყალში. დაბანისას გამოიყენეთ წყლის დასასხმელი პლასტმასის ჯამი. ნაზი მასაჟით შეაზილეთ, კატის სპეციალური შამპუნი ერთჯერ. ეცადეთ არ მოხვდეს ყურებში, ცხვირსა და თვალებში. ჩამობანეთ კარგად. გამორეცხეთ აბაზანა.

სახის გასაწმენდად გამოიყენეთ სველი ნაჭერი. რომ მორჩებით, გადაიყვანეთ თქვენი კატა დიდ პირსახოცზე გაამშრალეთ და დასვით თბილ ადგილზე, თუ არ ეშინია ხმაურის, შეგიძლიათ გაამშრალოთ ფენის საშუალებით, თბილ რეჟიმზე. თუ თქვენი კატა გრძელბეწვიანია შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდ კბილებიანი სავარცხელი. აუცილებლად დააჯილდოვეთ ალერსითა და სასუსნავით ბანაობის შემდეგ.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა