ცხოველთა დიდი ხუთეული


იმის მერე რაც აფრიკა გადაიქცა სანადირო მექად, არ წყდება კამათი რომელია ყველაზე საშიში ცხოველი მონადირესთვის.
უმეტეს წილად დისკუსიები ეხება დიდი ხუთეულის წარმომადგენლებს: აფრიკულ კამეჩს, აფრიკულ სპილოს, შავ მარტორქას, აფრიკულ ლეოპარდს და აფრიკულ ლომს. შეუძლებელია ზუსტად და ცალმხრივად გამოარკვიო რომელია ზემოთ ჩამოთვლილ ნადირებში ყველაზე საშიში, რადგანაც პასუხი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. მაგრამ უმეტესი დამსახურებული პროფესიონალი თანხმდება ერთ რაღაცაზე: მეტ–ნაკლებად ზუსტი პასუხის მისაღებად გასათვალისწინებელია სულ ცოტა სამი ფაქტორი: პირველ რიგში–გარემო და ადგილის რელიეფი სადაც მიმდინარეობს ნადირობა. ერთიდაიგივე ნადირი სხვადასხვანაირად იქცევა მეჩხერ ნაზარდში და ღია სივრცეში. მაგალითად, კამეჩი არ წარმოადგენს რთულ სამიზნეს ღია, გახსნილ ადგილას, მაგრამ ტყიანში ნადირობა, სადაც მხედველობა მხოლოდ 3–5 მეტრს წვდება, საკმაოდ რთული და საშიშია.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი–მონადირის გამოცდილება. მონადირეს რომელსაც არ გააჩნია საკმარისი პრაქტიკა, აქვს ზედაპირული წარმოდგენა იარაღზე და ვაზნებზე, შეუძლია ისეთი შეცდომა დაუშვას რომელიც საშიში იქნება მისთვის და მისი მხებლებისთვის. მესამე ფაქტორი–ნადირობის მეთოდი. ჩვენს შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ ნადირობა მიმდინარეობს მისი ყველა კანონის და წესის დაცვით (და არა სიტყვაზე ავტომანქანის სახურავიდან სადაც საშიშროება პრაქტიკულად გამორიცხულია). ამ მთავარი ფაქტორების გარდა ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ნადირი ძალიან იშვიათად იქცევა ერთნაირად. იქ სადაც ნაკლებად ესმით გასროლა ისინი ნაკლებად აგრესიულები არიან, ხოლო ადგილებში რომლებშიც ცხოველები იმყოფებიან წნეხის ქვეშ, თვითგადარჩენის ინსტიქტი აიძულებს მათ საფრთხის დროს აგრესიის გამოხატვას. კარგი მაგალითია კამეჩზე ნადირობა ტანზანიაში. ქვეყნის ჩრდილო–არმოსავლეთით–მასაილენდში – 100 წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს ხარზე ნადირობა, აქედან გამომდინარე ისინი გამოირჩევიან აგრესიულობით და თავშეუკავებლობით რითაც განსხვავდებიან თავისი სამხრეთელი მოძმეებისგან. დაჭრილები რომც იყვნენ კამეჩები ამ მხრიდან თავს არიდებენ ადამიანთან კონფლიქტს.

რაც შეეხება ვაზნებს. ახლანდელ მონადირეებს „ხუთეულზე“ ძალიან გაუმართლა. თანამედროვე ვაზნები ბევრ პარამეტრში ჯობია ყველას რაც კი გამოდიოდა ბოლო 90 წლის განმავლობაში .ექსპანსიურმა ტყვიამ შეიძინა უფრო მეტი შეღწევადობის უნარი და ამავე დროს თავისი პირველადი წონის 95%–ს ინარჩუნებს. ხოლო ყველა თანამედროვე „სოლიდი“–ს (არა ექსპანსიური ტყვია) შეუძლია თავისი ფორმის დაუკარგავად და მიცემული კურსის გადაუხვევლად დაამტვრიოს ყველაზე მყარი ძვლები. ექპანსიურებში საუკეთესოებად ითვლებიან: Swift A-Frame, Barnes X, Nosler Partition, Trophy Bonded Bear Claw, A-Square Dead Tough. სოლიდებში საიმედოობით აღიარებულები არიან: Woodleigh, Trophy Bonded Sledgehammer და Hornady. ეს ნიშნავს რომ ვაზნა იშვიათად ხდება ნადირობის წარუმატებლობის მიზეზი, რაც ამცირებს რისკს საშიში ნადირის პირისპირ შეჯახებისას.

ყველა ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით პროფესიონალების უმრავლესობა თვლის რომ „ხუთეული“–ს საშიშროების ფაქტორი უნდა შეფასდეს ორი მხრით: თავდასხმისას ნადირის შეჩერების სირთულით და ამ ცხოველის შესაძლებლობით მონადირის მოკვლისა.

დიდი ხუთეულის ყველა წევრი ბინადრობს შემდეგ ქვეყნებში: ბოცვანა, ზამბია, უგანდა, ნამიბია, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა, კენია, ტანზანია, ზიმბაბვე, კონგოს დემოკრატიული სახემწიფო და მალავიში.



ლომი და ლეოპარდი – ორივე დიდი აფრიკული კატაა–ძალიან ძლიერები თავისი ზომებისთვის.ყველასთვის ცნობილია,რომ დაჭრილი ლომი ან ლეოპარდი წარმოადგენენ სერიოზულ საშიშროებას,განსაკუთრებით მაღალ ბალახში.იმ ხალხის მოწმობით რომლებიც ამით ინახავენ თავს დიდი კატების თავდასხმები არ არის ძნელი მოსაგერიებელი ღია სივრცეში.ნებისმიერ კარგ 200–400 გრანინიან ტყვიას შეუძლია მათი შეჩერება.მაგრამ სხვა საქმეა მათი თავდასხმის შეწყვეტა მეჩხერ ნაზარდებში.ლომს,ლეოპარდს ჩვეულებრივ ესმის მონადირის მოახლოება,ზუსტად შეუძლიათ მისი ადგილსამყოფელის გამორკვევა და ელვისებური თავდასხმა.უმეტეს შემთხვევაში მხოლდ ერთი გასროლის დრო რჩება.

ლომის თავდასხმისას 80% სიკვდილიანობა აიხსნება შემდეგი ფაქტორებით:წონა (ხშირად 200კგ–ზე მეტი),წარმოუდგენელი ძალა,დიდი ეშვები,ბრჭყალები და უჩვეულო რისხვა შეტევის დროს.ლეოპარდი ბევრად პატარაა ლომზე 60–80კგ.მასაც შეუძლია სერიოზული ტრამვების მიყენება,მონადირის დიდი ხნით საავადმყოფოში დაწვენა,მაგრამ ლეოპარდის და ადამიანის შეტაკება იშვიათად მთავრდება ფატალურად უკანასკნელისთვის.არავის ეჭვი არ ეპარება,რომ დაჭრილი ლომი ან ლეოპარდი უკიდურესად საშიში ცხოველები არიან,თუმცა პროფესიონალების გამოცდილებით ორივე კატას გაქცევა ურჩევნია თუ ამის შანსი აქვთ.

გამოცდილი მონადირეები კატებზე სანადიროდ ირჩევენ მსხვილკალიბრიან შაშხანებს .375 ან .416. არიან მონადირეები რომლებიც ლომზე და ლეოპარდზე კარტეჩებით ნადირობენ, ან შაშხანებთან ერთად თავის დაზღვევის მიზნით მიაქვთ 12 კალიბრიანი ნახევრად ავტომატური იარაღები მსხვილი ფინდიხით დამუხტულ ვაზნებთან ერთად.



აფრიკული სპილო – უზარმაზარი ზომებით,განუსაზღვრელი ძალით და ჭრილობების მიმართ მდგრადობით ის პოტენციურად საშიში და მრისხანე მოწინააღმდეგეა. სპილოს თავდასხმა – მონადირის სერიოზული გამოცდაა.(ვიღაცა ცნობილ მონადირეს უთქვამს: თუ სპილოზე სანადიროდ გინდა წასვლა ჯერ ლოკომოტივს დაუდექი წინ, როცა მოგიახლოვდება 5–7 მეტრში გადადი ლიანდაგიდანო. თუ ამას შეძლებ მზად ხარო .ავტ). საბედნიეროდ, ქალაში მოხვედრილ მძიმე ტყვიას შეუძლია სპილოს მოკვლა, დროებით შეჩერება ან აიძულებს მიმართულება შეცვალოს, რაც დროს მიცემს მონადირეს განმეორებითი გასროლისთვის. თუ თავდასმხას ვერ იცილებს და სპილო მონადირეს ეწევა მაშინ 90%–ში მონადირე კვდება. თან ისე რომ მისი ნარჩენები მოსაგროვებელი იქნება.
რა თქმა უნდა სპილოზე სანადიროდ გამოიყენება დიდი კალიბრები და არა ექსპანსიური ტყვიები. ურყევი რეპუტაციით სარგებლობს ავსტრალიური ბრენდის Woodleigh და ამერიკული Trophy Bonded–ს სოლიდები. ისინი მზადდება ტრადიციული მეთოდით: მსხვილი გარსი და ტყვიის გული.
ყველა სპილოზე მონადირე ოცნებობს იმ გასროლაზე რომელიც ცხოველს თავის ქალაში მოხვდება, უკანა ფეხებს მოაკეცინებს და ხორთუმს ცისკენ ააშვერინებს. ეს არის ყველაზე ეფექტური გასროლა სპილოსკენ, მაგრამ ამავე დროს უფრო რისკიანი ვიდრე გულში ან ფილტვში. ტვინი წარმოადგენს პატარა სამიზნეს, ამიტომაც აცდენა ძალიან ადვილია. ტონი საჩეს – არინო (58 წლიანი სტაჟით პროფესიონალი მონადირე რომლის ანგარიშზეც არის 1303 სპილო, 339 ლომი, 165 ლეოპარდი, 2083 ხარი და 127 შავი მარტორქა) ურჩევს ყველას სპილოს ესროლონ გულში ან ფილტვებში მანამ, სანამ არ დაგიგროვდებათ 50 ნადავლი.



აფრიკული კამეჩი – დიდი ხუთეულიდან კამეჩი ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანია. ამიტომაც ყველაზე ხშირად მასზე ნადირობენ ჩამოსული და ადგილობრივი მონადირეები. აქედან გამომდინარე კამეჩთან პირისპირ შეხვედრის თეორიულად უფრო დიდი შანსია ვიდრე დანარჩენებთან. კამეჩი – ძლიერი და გამძლე ცხოველია. როდესაც გაღიზიანებული მამალი კამეჩი გადაწყვეტს თავდასხმას, მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. მას შეუძლია ტყვიების ვიტამინებივით „ყლაპვა“. მხოლოდ ზუსტი გასროლა აღკვეთავს თავდასხმას. ხოლო თუ მისი შეჩერება შეუძლებელია მხოლდ 30% რჩება მონადირეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
როგორც ყველა სხვა საშიში ცხოველი კამეჩიც იმ შემთხვევაში გადადის თავდასხმაზე როცა უკანდასახევი გზა აღარ რჩება. ასევე ყოფილა შემთხვევები არაპროვოცირებული აგრესიულობისა



შავი მარტორქა – თანამედროვე მონადირეები მხოლოდ თუ ინატრებენ შავ მარტორქაზე ნადირობას. ეს შესაძლებელია მხოლოდ ნამიბიაში და ჩრდილოეთ აფრიკულ რესპუბლიკაში. ისიც მაშინ თუ მოახერხეთ ძვირად ღირებული ლიცენზიის აღება რომელიც სულ რამდენიმე ცალია. ალტერნატივად რჩება თეთრი მარტორქა, რომელიც კი აღემატება ზომებით შავს, მაგრამ ჩამოუვარდება ხასითის სიმტკიცით. იმის გამო რომ მას გააჩნია ფეთქებადი ხასიათი, ცუდი მხედველობა და დიდი ზომები მისი თავდასხმა საკმაოდ საშიშია, მაგრამ მოკვლა არ წარმოადგენს შეუსრულებელ ამოცანას…

საბოლოვოდ კი შედეგები ასე იკვეთება:

თავდასხმის შეჩერების სირთულით
1.კამეჩი
2.ლომი
3.სპილო
4.ლეოპარდი
5.მარტორქა

მონადირის მოკვლის შესაძლებლობით
1.სპილო–90%
2.ლომი–80%
3.კამეჩი–70%
4.მარტორქა–50%
5.ლეოპარდი–20%

P.S. ყველაზე საშიში ცხოველია ის რომელიც არ ჩანს ანუ ლეოპარდი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა