ჩიჩხინაკი

[huge_it_slider id=”34″]

ჩიჩხინაკი – Turdus torquatus – Белозобый дрозд

ჩიჩხინაკი გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, ჩრდ ირანში, ჩ.-დ. აფრიკაში, ეგვიპტეში.

საქართველოში ჩიჩხინაკი გვხდება მრავალ ადგილას, როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ – მდე.

ბინადრობს ტყეებში, მეტწილად ზედა სარტყელში, ზოგჯერ სუბალპურ ველებზე, ბუჩქნარში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, კლდის ნაპრალში, ან წინწამოწვდილი ლოდის ქვეშ, ზოგჯერ ბუჩქზეც, მაგრამ მიწის ზედაპირს დიდი მანძილით არ სცილდება.
დებს 4 – 5 კვერცხს. საკვებს შეადგენენ მწერები, მცენარეთა ნაყოფები.

ცნობილია ჩიჩხინაკის რიგი ქვესახეები, რომელთაგან საქართველოში გვხდება კავკასიური ჩიჩხინაკი – Turdus torquatus amicorum

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა