ფასკუნჯი

[huge_it_slider id=”35″]

ფასკუნჯი – Neophron percnopterus – Стервятник


ფასკუნჯი გავრცელებულია სამხ. ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, აფრიკაში.

საქართველოს ფარგლებში ფასკუნჯი გვხდება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 3600 მ – მდე.

ბინადრობს სტეპებში, ველებზე, ნახევრადუდაბნოებსა და უდაბნოებში, მთათა კალთებზე, გორაკ-ბორცვიან ადგილებში. ბუდეს იშენებს კლდის ნაპრალში, ძველ შენობათა ნანგრევებში, ხეზე, ბორცვის ფერდობებზე, ხრამების კედლებში. აპრილში დებს 2 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 40 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს მძორი. ამასთან დაკავშირებით იგი ხშირად თავს იყრის რიცხვმრავალი გუნდის სახით სასაკლაოთა მახლობლად, ან იმ ადგილებში, სადაც ყრიან მძორს. გარდა ამისა, ფასკუნჯი ჭამს ქვეწარმავლებს.

ცნობილია ამ ფრინველის ორი ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ჩვეულებრივი ფასკუნჯი – Neophron percnopterus percnopterus.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა