უკანონო ნადირობის ფაქტი, მოკლულია ორი მყივანა გედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქემ გლუვლულიანი სანადირო თოფით მოკლა ორი ერთეული მყივანა გედი – სახეობა, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.

კანონდარღვევასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს.

წყარო – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა