საოცარი კადრები: პატრონი ძაღლს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პიტბულებისგან იცავს (+ვიდეო)

საოცარი კადრები: პატრონი ძაღლს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პიტბულებისგან იცავს (+ვიდეო)
მამაკაცი საკუთარ ძაღლთან ერთად მშვიდად სეირნობდა ქუჩაში, როდესაც 2 განრისხებული პიტბული თავს დაესხათ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა პატრონმა, ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ თავის ოთხფეხა მეგობარს საკუთარი სხეულით გადაფარებოდა.

ინციდენტი სათვალთვალო ვიდეო კამერამ დააფიქსირა. შედეგად, ძაღლმა და პატრონმა არაერთი ტრავმა მიიღეს.

წარმოიდგინეთ, როგორი უსაზღვრო სიყვარული აქვს ამ ადამიანს საკუთარი ოთხფეხა მეგობრის მიმართ, რომ ასე მოიქცა – მან დაძლია შიში და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

გაუგებარია, რატომ მივიდნენ თვითმხილველები მოგვიანებით, რადგან ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში შორიდან აკვირდებოდნენ საშინელ სცენას (ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დგანან ადამიანები მოშორებით). ისინი მოგვიანებით დაეხმარნენ მამაკაცს და პიტბულები ტერიტორიიდან გაყარეს.

საბედნიეროდ ძაღლი და პატრონი გადარჩნენ, თუმცა მათ არაერთი დაზიანება მიიღეს.

ძაღლი ადამიანის მეგობარია, ხოლო მეგობრებს გასაჭირში არასოდეს ტოვებენ.


zooclub.ge

ყურადღება!!! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ნახეთ ყველა სიახლე პირველმა