როგორ იჭერენ პითონებს ცოცხალი სატყუარით აფრიკულ ქვეყნებში


მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მამაკაცებისათვის ნადირობა გართობისა და დასვენების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი მონადირე სიამოვნებით წარმოადგენს სუფრაზე თავის ნადავლს, მას თავისუფლად შეეძლო ამა თუ იმ ცხოველის თუ ფრინველის ხორცის ყიდვა უახლოეს მაღაზიაში ან ბაზარში. მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც ნადირობა თვითგადარჩენის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად, აფრიკის ბევრ ქვეყანაში გველებზე ნადირობენ მხოლოდ იმტომ, რომ ის შეჭამონ, რადგან აქ სხვა საარსებო წყარო ფიზიკურად არ არსებობს.

მინდა მოგითხროთ, თუ როგორ იჭერენ აფრიკის ბევრ ქვეყანაში უზარმაზარ პითონებს ცოცხალი სატყუარით და სხვათა შორის, ეს სატყუარა ადამიანის ხელი ან ფეხია. უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკული მთის პითონი იმდენად აგრესიულია, რომ ის კვერცხიდან გამოსვლისთანავე ჭამს თავის ნაჭუჭს, ხოლო ზრდასრული პითონი კი მოზრდილ ნიანგებსაც სიამოვნებით მიირთმევს.

ნადირობის დაწყების წინ შავკანიანი მონადირე ხელზე იხვევს ბიზონის ტყავს, სავარაუდოდ, გველი ამ ხელს უნდა მოეჭიდოს.
შემდეგ მონადირეები მთებში ეძებენ პითონის სოროს და ყველაზე გამბედავი მონადირე იქ შეძვრება თავით წინ.

სორო დაახლოებით 10 მეტრი სიგრძისაა, მონადირე რომ მასში არ გაიჭედოს, მას ტანზე ცხიმს უსვამენ.
გველები შესანიშნავად ხედავენ სიბნელეში, მათ ინფრაწითელი მხედველობა აქვთ. ადამიანის სხეული თბილია, ამიტომ პითონი გრძნობს, რომ გემრიელი ლუკმა თავადვე მიხოხდა მასთან და ის თავდასხმისათვის ემზადება.

გველი რომ დააბნიოს და თავი დაიცვას, მონადირე ხმელ ტოტებს ცეხლს უკიდებს. ცეცხლი გაცილებით თბილია, ვიდრე ადამიანის სხეული, ამიტომ გველი უკვე საგონებელში ვარდება და არ იცის, რომელს დაესხას თავს.

გველთან სულ ახლოს მიხოხებული მონადირე ცეცხლს აქრობს, რომ პითონმა კარგად დაინახოს თავისი გემრიელი ლუკმა.
უცებ გველი აღებს პირს და თავს ესხმის მონადირეს, მაგრამ მოხერხებული შავკანიანი ყმაწვილი ტყუილად როდი შიმშილობდა მთელი კვირა, ის გველის დაღებულ ხახას ტყავშემოხვეულ ხელს ახვედრებს და პითონის პირში მყისიერად სწორედ ეს ხელი აღმოჩნდება.

გველი ცდილობს უკბინოს მონადირეს ხელზე, მაგრამ ბიზონის ტყავი საკმაოდ სქელია და ამას ის ვერ ახერხებს.
ამასობაში მონადირე მეორე ხელით გველს სწრაფად უკეტავს საყლაპავ მილს, რომ პითონმა ვერ მოასწროს მონადირის მთლიანად გადაყლაპვა.

პრინციპში, 6 მეტრიან პითონს თავისუფლად შეუძლია ადამიანის, ნიანგის და ხარის გადაყლაპვაც კი. ყოფილა შემთხვევები, როცა ნადირობა მარცხით დამთავრებულა და გონდაკარგული მონადირე პითონის კუჭში მოსულა გონს, მაგრამ რაღადროს!

6- მეტრიანი პითონით სოროდან გამოძრობა არც ისე იოლია, მაგრამ მამაც შავკანიან მონადირეს ტყუილად როდი ელოდებიან არანაკლებ დამშეული მეგობრები. ისინი ფეხებით გამოათრევენ მას სოროდან.
მონადირე, რომელსაც კვლავ მაგრად უჭირავს ცალი ხელით პითონის საყლაპავი მილი, ბოლოსდაბოლოს სოროს შესასვლელთან ჩნდება. აი აქ იწყება ნამდვილი ბრძოლა: თუკი სოროში გველი ვერ ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას სივრცის უკმარისობის გაბმო, სოროდან გამოსული უკვე უფრო თავისუფლად გრძნობს თავს და მონადირეებს სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ შავკანიანი მონადირეები ძალიან მშივრები არიან და სრულებითაც არ უნდათ პითონის მუცელში თვითონვე ამოჰყონ თავი: ერთი მათგანი გველის კუდს იჭერს, მეორე მის თავს მიწაზე ასრესავს, ხოლო მთავარი მონადირე კი სწრაფად აჭრის გველს თავს, ამასთან ცდილობს საკუთარი ხელი არ დაიზიანოს.

ბრძოლა მთავრდება და კმაყოფილი და ბედნიერი მონადირე ბოლოს და ბოლოს ხელს ითავისუფლებს.
ერთ-ერთი შავკანიანი პითონის სოროში ძვრება და იქედან გველის კვერცხები გამოაქვს, მას ახლა კოცონზე შეწვავენ და ნამდვილი დელიკატესიც მზად იქნება.
როცა ნანადირევით დატვირთული ბედნიერი მონადირეები სოფელში ბრუნდებიან, მათ როგორც გმირებს, ისე ხვდებიან: ხუმრობა ხომ არაა, თითოეული მათგანი თავისუფლად შეიძლებოდა გამხდარიყო გველის ლუკმა.

“–ახლა მთელი კვირა არ მოგვაკლდება საჭმელი”-ხარობენ ბედნიერი შავკანიანები.

გთავაზობთ ამ ნადირობის ამსახველ საინტერესო, მაგრამ ჟრუანტელისმომგვრელ ვიდეოს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა