ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს

კაზირანგის (ინდოეთი, შტატი ასამი) ნაციონალურ პარკში შედეგიანი აღმოჩნდა პროგრამა, რომელიც მარტორქების გადარჩენასა და გამრავლებას შეუწყობს ხელს. დღეს ნაციონალურ პარკში მსოფლიოში არსებული ორი მესამედი მარტორქა ბინადრობს. ამ შედეგის მისაღწევად, ხელისუფლებამ ნაკრძალის მცველებს უფლება მისცა, გაუფრთხილებლად ესროლოს ყველა მონადირე ბრაკონიერს.

დღევანდელი მონაცემებით, პარკის მცველებმა 50 ბრაკონიერის ლიკვიდაცია შეძლეს.

ასი წლის წინ მთელ ინდოეთში ბინადრობდა ათეული მარტორქა. დღეს ეს ცხოველი, მხოლოდ 2400-ია კაზირანგის პარკში.

ისინი აქტიურად მრავლდებიან. ნაციონალურ პარკში ხშირად შეხვდებით მარტორქას თავის ნაშიერთან ერთად.

ნაკრძალის ხელმძღვანელობის განცხადებით, 2015 წელს მცველების მიერ ლიკვიდირებული იყო იმაზე მეტი ბრაკონიერი, ვიდრე მარტორქა.

ბრაკონიერები ნაკრძალში მიდიან რქების მოსაპოვებლად, რომელთა 100 გრამის ღირებულებაც შავ ბაზარზე 6 000 დოლარია.

მარტორქის რქა ოქროზე ძვირია, რადგან ტრადიციულ აღმოსავლურ მედიცინაში პანაცეად ითვლება. არატრადიციული მედიცინის წარმომადგენლები თვლიან, რომ იგი ყველა დაავადების მკურნალია – დაწყებული სიმსივნით, დამთავრებული ერექციურლი დისფუნქციით.

ტურისტების უმრავლესობა, რომლებმაც პარკის ბრძოლის მეთოდების შესახებ შეიტყვეს, თვლიან, რომ ხელმძღვანელობა ზღვარს სცილდება.

მათი თქმით, ნაკრძალის მცველებმა აუცილებლად უნდა უზრუნველყონ ცხოველების უსაფრთხოება, თუმცა, არა ამგვარი მეთოდებით. სადამდე მივა ეს ქმედებები? ხომ შეიძლება ამას უდანაშაულო ადამიანი შემთხვევით შეეწიროს?


თქვენ როგორ ფიქრობთ? მათი გადაწყვეტილება არაჰუმანურია თუ ბრაკონიერები იღებენ იმას, რაც დაიმსახურეს?

წყარო: zooclub.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა