მაჩვი

[smartslider3 slider=2]

მაჩვი – Meles meles – Барсук


მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა, ერთადერთი სახეობა მაჩვების გვარში.. მისი სხეულის სიგრძეა 90 სმ, მასა 30 კგ-ს აღწევს. გვხვდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში ზღვის დონიდან 2750 მ-მდე ადის. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. სოროს ნიადაგში თხრის. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2-6 ნაშიერს. მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი (Meles meles minor) და ჩრდილოკავკასიური მაჩვი (Meles meles casicus).

სხეულის სიგრძე 60-90 სმ., კუდის 20-24 სმ.; მასა 24 კგ.მდე, შემოდგომით 34 კგ. მდე მასიური სხეულის ფორმა თავისებურია, წარმოადგენს თითქოსდა წინ მიმართულ სოლს. რომელიც მკვეთრად ვიწროვდება წაგრძელებული ვიწრო დრუნჩის ბოლოს. კისერი მოკლე აქვს, თითქმის შეუმჩნეველი. ფეხები მოკლე, მასიური, რომლებიც მიწას მთელი ტერფით ეყრდნობა. თითებზე გრძელი გაუთლელი ბრჭყალები აქვს, რომლებიც თხრისთვის არიან მომართულნი. ბეწვი უხეში აქვს. ზურგისა და გვერდების შეფერილობა წაბლა-რუხია მოვერცხლისფრო ანარეკლით; სხეულის ქვედა მოშავო. დრუნჩზე ორი მუქი ზოლი აქვს, რომლებიც ცხვირიდან ყურებისკენ მიემართებიან.

სახლობს თითქმის მთელ ევროპაში (გარდა სკანდინავიის ნახევარკუნძულის, ფინეთის ჩრდილოეთ რაიონებისა), კავკასიაში, ამიერკავკასიაში, ყირიმში, მცირე და შუა აზიაში, სამხრეთ და შუა ციმბირში, შორეული აღმოსავლეთის სამხრეთში, აღმოსავლეთ ჩინეთში, კორეის ნახევარკუნძულზე, იაპონიაში).

ქვესახეობები:
Meles meles meles (დასავლეთ ევროპა)
Meles meles marianensis ს (ესპანეთი და პორტუგალია)
Meles meles leptorynchus (რუსეთი),
Meles meles leucurus (ჩინეთი, ტიბეტი),
Meles meles anaguma (იაპონია)

ცალკეული მკვლევარები გამოყოფენ აზიატურ მაჩვს (Meles amurensi

არსებობს, ძირითადად, შერეულ და ღრმა, იშვიათად – მთიან ტყეებში; არეალის სამხრეთით გვხვდება სტეპებში და ნახევარსტეპებში. ჩერდება მშრალ, კარგად დრენაჟირებულ მონაკვეთებზე, მაგრამ წყალსატევებთან ან ჭაობიან დაბლობებთან ახლოს (1კმ.-მდე), სადაც საკვები ბაზა უფრო მდიდარია. მაჩვი ცხოვრობს ღრმა სოროებში, რომლებსაც თხრის ქვიშიანი გორაკების ფერდობებზე, ტყის ხრამებში. მხეცები თაობიდან თაობამდე საყვარელ ადგილებზე რჩებიან; როგორც სპეციალურმა გეოქრონოლოგიურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა მაჩვების ზოგიერთი ქალაქი რამოდენიმე ათასი წლისაა. მარტოხელა ინდივიდები იყენებენ მარტივ სოროებს ერთი შესასვლელით და ბუდის საკნით. მაჩვების ძველი ქალაქები წარმოადგენენ რთულ მრავალიარუსიან მიწისქვეშა ნაგებობას, რამოდენიმე 940-50-მდე) შესასვლელით და სავენტილაციო ხვრელით და გრძელი (5-10მ.) გვირაბებით, რომლებსაც მივყავართ 2-3 ფართო, ბუდეების საკანში, რომლებშიც მშრალი საფენებია დაგებული და რომლებიც განლაგებულია 5მ.-მდე სიღრმეში. ბუდეების საკნებს ხშირად აქვთ წყლისაგან დამცავი ფენა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მათში წვიმის და გრუნტის წყლების შეღწევას. პერიოდულად სოროები მაჩვების ნიერ იწმინდება, ძველი საფენს გარეთ აგდებენ. ხშირად მაცვის სოროებს იკავებენ სხვა მხეცები: მელიები, ენოტისმსგავსი ძაღლები. მაჩვი ეწევა ღამის ცხოვრებას, თუმცა ხშირად მისი ნახვა დღისითაც შეიძლება დილით 8-საათამდე, საღამოს 5-6 საათის შემდეგ. მაჩვი მტაცებლებისა და ადამიანის მიმართ აგრესიული არ არის, ის ამჯობინებს გაეცალოს და სოროში ან სხვა ადგილას დაიმალოს, მაგრამ თუ მას გააბრაზებენ, მაშინ იგი ცხვირს ურტყავს და კბენს მას, ვინც აწყენინა და შემდეგ გარბის. მაჩვი ყველაფერს ჭამს, მაგრამ უპირატესობას აძლევს უფრო მცენარეულ საკვებს. ის იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით, ბაყაყებით, ხვლიკებით, ჩიტებით და მათი კვერცხებით, მწერებით და მათი ჭუპრებით, მოლიუსკებით, წვიმის მატლებით, სოკოებით, კენკრებით, კაკლით და ბალახით. ნადირობის დროს მაჩვს დიდი ტერიტორიების მოვლა უწევს, დაშრიალებს რა დაგდებულ ხეებში, აძრობს ხეებს ქერქს და ხავსს მატლების და მწერების ძებნაში. ზოგჯერ ერთი ნადირობის დროს მაჩვი მოიპოვებს 50-70 და მეტ ბაყაყს, ასობით მწერს და წვიმის მატლს, თუმცა დღე-ღამეში იგი სულ 0,5 კგ. საკვებს ჭამს, მხოლოდ შემოდგომისათვის ძლიერ გამოიკვებება და ცხიმს აგროვებს, რომელიც მას ადგება კვების წყაროდ ზამთრის ძილის განმავლობაში. ეს არის კვერნისებრთა ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც მიწაში ჩადის და იძინებს. ჩრდილოეთ რაიონებში მაჩვი უკვე ოქტომბერ-ნოემბერში დასაძინებლად წვება მარტ-აპრილამდე; სამხრეთ რაიონებში, სადაც ზამთარი რბილი და ხანმოკლეა, ის მთელი წლის განმავლობაში აქტიურია.

მაჩვები მონოგამებს მიეკუთვნებიან. წყვილები მათში იქმნებიან შემოდგომიდან, მაგრამ შეჯვარება და განაყოფიერება სხვადასხვა ვადებში ხდება, რასთან დაკავშირებითაც ორსულობის ხანგრძლივობა იცვლება, რომელსაც ხანგრძლივი ლატენტური სტადია აქვს. ორსულობა დედალს შეიძლება გაუგრძელდეს 271 დღემდე (ზაფხულის შეჯვარების დროს) 450 დღემდე (ზამთრის შეჯვარების დროს). პატარები (2-6) იბადებიან: ევროპაში-დეკემბერ-აპრილში, რუსეთში- მარტ-აპრილში. რამოდენიმე დღის შემდეგ დედლები კვლავ ნაყოფიერდებიან. პატარები სრულდებიან 35-42-ე დღეზე. 3-თვის ასაკში კი უკვე დამოუკიდებლად ჭამენ. შემოდგომით, ნაყარი ცალკევდება. ახალგაზრდა დედლები სქესობრივად მომწიფებულნი ორი წლის ასაკში ხდებიან, მამალები, სამი წლის. მაჩვის სიცოცხლის ხანგრძლივობაა 10-12, თუ თავისუფლებაში არაა 16 წლამდე ცხოვრობს.

მაჩვი წარმოადგენს გარემოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო აქტიურ გარდამქმნელს ცხოველთა სამყაროში. ის თხრის რთულად ნაგებ სოროებს, ამასთან იგი გავლენას ახდენს როგორც ნიადაგზე, ასევე ორგანიზმებზე, რომლებიც მასში ბინადრობენ. ადგილები სოროების დიდი რაოდენობით გამოირჩევა იმ ადგილებისაგან, სადაც ასეთი სოროები არ არის ანდა ერთეულებია. აქ ზრდას იწყებენ მცენარეების სხვა სახეობები, ზრდის ბიოგეოცენოზის მოზაიკურობას. მაჩვების სოროებს ხშირად იყენებენ მელიები, ენოტის მსგავსი ძაღლები და ცხოველების სხვა სახეობები, როგორც თავშესაფარს არაკეთილსასურველი ბუნების პირობებისგან, ასევე გამრავლებისათვის.

მაჩვს შეუძლია გადაიტანოს ადამიანისათვის და შინაური ცხოველებისათვის საშიში დაავადება (ცოფი, მსხვილფეხა რქიანი საქონლის ტუბერკულიოზი და ა.შ.) ამ დაავადებების კონტროლის მიზნით ყველაზე ხშირად ცხოველთა რაოდენობას ამცირებენ პირდაპირი განადგურების ან მათი თავშესაფრების განადგურების გზით. ამჟამად ევროპაში ცოფთან ბრძოლაში იყენებენ ცხოველების ვაქცინაციას ბუნებრივ პირობებში. არეალის ზოგიერთ ნაწილში მაჩვს შეუძლია შექმნას თავშესაფრები მინდვრებში, კერძო ბაღებში, შენობების ქვეშ, ამას შეუძლია წარმოშვას კონფლიქტი ადამიანებსა და ცხოველებს შორის. მაჩვის რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ უხერხემლოები, რომელთა შორის- ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლებიცაა, ისეთები, როგორიცაა მაისის ხოჭოს ჭუპრები. მაჩვის ტყავი ნაკლებად ღირებულია. თმა გამოიყენება ფუნჯების დასამზადებლად. მაჩვებს ბუნებრიი მტრები თითქმის არ ჰყავთ. მათთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ მგლები, ფოცხვერი და ძაღლები: ველური და შინაურები.

ადამიანი მაჩვის რაოდენობაზე გავლენას ახდენს, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. სამეურნეო საქმიანობამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ცხოველების კვების ან სოროების შექმნის პირობების გაუმჯობესება. გამოიწვიოს მეორეს მხრივ, ბუნებრივი მონაკვეთების გზების ქსელით ფრაგმენტაციის შედეგად, მაჩვების დიდი რაოდენობა გზებზე იღუპება ანდა უნდა მოერგოს არსებობის ახალ პირობებს სოროების განადგურებისას, თუმცა მაჩვების პოპულაციას ყველაზე მეტ ზიანს მაინც ადამიანის მიერ მათი დევნა და მათი მიწისქვეშა სამალავების განადგურება აყენებს.ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნში მაჩვი შეტანილია, როგორც სახეობა, რომელსაც გადაშენების ყველაზე ნაკლები საფრთხე ემუქრება. ეს იმით აიხსნება, რომ იგი შედარებით უფრო გავრცელებულია და მისი პოპულაციები მთლიანად სტაბილურია. ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში მაჩვი განაყოფიერდა უკანასკნელ ათწლეულებში ცოფის ეპიზოტიის შემცირებასთან დაკავშირებით. მაგრამ ზოგიერთ რაიონებში, სადაც ინტენსიური სამეურნეო საქმიანობა მიმდინარეობს, მისი რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა და შემცირებას აგრძელებს ბინადრობის ადგილების დაკარგვის და მისი, როგორც “ ზიანის მომტანის” განადგურების გამო.

მაჩვზე ნადირობა აკრძალულია

წყარო: geofauna.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა