მატარებლის ხმაზე ხვადმა დაჭრილ ძუსთან საშველად მიირბინა… ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და თავები დახარეს… + ვიდეო

რამდენიმე დღის წინ უჟგოროდში სულისშემძვრელი ფაქტი მოხდა. ამ ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა ცხოველთადამცველმა, დენის მალაფეევმა თავის ფეისბუქზე დაწერა:

”მეგობრებო, მინდა, გაგიზიაროთ! საოცარი ისტორიაა. დღეს 12:00 საათზე მეგობრებისგან შემოვიდა ზარი, რომ ცეგლოვკაში, უკვე მეორე დღეა, ლიანდაგებზე ორი ძაღლი წევს.

ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ძუ ტრავმირებული იყო და ვერ გადაადგილდებოდა. ხვადი კი მას არ ტოვებდა.

ცხოველების რელსებიდან გადაყვანის ცდა ამაო აღმოჩნდა, რადგან ხვადი ყველანაირად იცავდა ძუს. უცებ შორს მატარებელი გამოჩნდა. ყველა დავიძაბეთ. მემანქანის საყვირის გაგონებისას ხვადი მივიდა ძუსთან და გვერდით მიუწვა. ორივე ცხოველმა თავი დახარა და… მატარებელმა ჩაიარა!.. წარმოგიდგენიათ? ხვადი ამას 2 დღის განმავლობაში აკეთებდა! უბრალოდ წარმოიდგინეთ! ის ორი დღე ათბობდა მეგობარს და ყოველ ჯერზე თავს საფრთხეში იგდებდა. არ ვიცი ამას რა ქვია, ინსტინქტი, სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება. ერთი ვიცი, რომ ყველა ადამიანს ეს არ შეუძლია! ეს ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია! დიახ-დიახ…

მადლობა ვერას, ხაჩატურს, კრისტიანს და მათ, ვინც გაგვაგებინა და არ აუარა გულგრილად ამ ამბავს! თუ რომელიმე ადამიანი ამ ცხოველებს ამოიცნობს, შეგვატყობინეთ! ისინი თავშესაფარში არიან!

ბოდიშს გიხდით ემოციებისთვის!

არსებობს ორი დღე: ერთ-ერთს ჰქვია გუშინ – როდესაც არაფრის გაკეთება შეგიძლიათ და მეორეს ქვია – ხვალ! ასე რომ დღეს შესანიშნავი დღეა ვინმეს დასახმარებლად!”, – წერს მალაფეევი.

ამჯერად ძაღლები თავშესაფარში არიან. ისინი ახალ პატრონს ელოდებიან. მათ მხოლოდ ერთად გააჩუქებენ.

წყარო: zooclub.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა