ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანის გამო ნატანების ქარსაფარი ზოლი ნადგურდება

დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ნატანების ქარსაფარ ზოლში არსებული ხეების ნაწილობრივი ჭრა დაიწყეს.

როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, დილიდან ადგილზე მივიდა ქალაქ ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის 30-მდე თანამშრომელი, სპეციალური ტექნიკით, და დაიწყო გზის იმ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლის განადგურება, რომელ მონაკვეთზეც, ქვეყნის ექს პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილმა ხეებმა უნდა “გაიაროს”.

არაოფიციალური ინფორმაციით, ექსპრემიერის ეზოში, მარტო ნატანებიდან 30-მდე გიგანტური ხის გადატანა იგეგმება და სწორედ ამ მონაკვეთზე დღეიდან დაიწყო როგორც ქარსაფარი ზოლის განადგურება, ასევე გზების ორმოული შეკეთებაც.

წყარო: guriismoambe.com

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა