ზუგდიდში კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის უფლებას ითხოვენ


ზუგდიდში, გუბერნიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის უფლებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ბოლო დროს ნადირობას შესაბამისი სამსახურები უკრძალავენ და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაცემული დაპირებების მიუხედავად, საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის.

„ვითხოვთ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის უფლებას. არაერთი დაპირების მიუხედავად, საკითხი დღემდე მოუგვარებელია. არადა, ნადირობის სეზონი ახლაა. თუ ხელისუფლება აღნიშნული საკითხით არ დაინტერესდება, აქციის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ“, – აცხადებენ აციის მონაწილეები.

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის უფლებისთვის საპროტესტო აქცია გუშინ ანაკლიაშიც გაიმართა.

წყარო: ინფო 9

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა