ევროპული შველი

[huge_it_slider id=”52″]

ევროპული შველი – Capreolus capreolus – Европейская косуля


ეკუთვნის ირმების ოჯახს.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე 114-125სმ, სიმაღლე 72-80სმ, წონა 20-30კგ. მდედრი მამრზე ნაკლები ზომისაა, მაგრამ გამოირჩევა შედარებით უფრო გრძელი სხეულით. რქები სიგრძით 20-28 სმ გაააჩნია მხოლოდ მამრებს.რქები ყოველწლიურად სცვივა ნოემბერ-დეკემბერში და მათ ნაცვლად ახალი რქები, რომლებიც ზრდას ამთავრებენ მომდევნო წლის ივნისისათვის. იმავე დროს მთავრდება საგაზფხულო განგურიც, რომლის შედეგადაც ბეწვის შეფერილობა ხდება მოწითალო. საშემოდგომო განგური მთავრდება ოქტომბრის ბოლოს და ზამთრობით ბეწვი ხდება რუხი.

გავრცელება: შუა და სამხრეთი ევროპა, კავკასია, მცირე, წინა, შუა, ცენტრალური აზია, შორეული აღმოსავლეთი საქართველოში გვხვდება ძირითადად მთის ტყეების ზონაში, ზღვის დონიდან 500-2500მ სიმაღლეზე. ჭალის ტყეებში ამჯამად შველი არ არის და გამონაკლის შეადგენს მხოლოდ კოლხეთის დაბლობი. შველი საკმაოდ მრავლადაა ნაკრძალებში, სხვა ადგილებში.

ცხოვრების ნირი: ტყის ტიპიური ბინადარია. ჩვეულებრივ ბინავდება მეჩხერ ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში ველობებითა და კარგად განვითარებული ქვეტყით. განსაკუთრებით ეტანება წიფლის ტყეებს მაყვლითა და მოცვით, სადაც სამარილეები და წყალია. იკვებება ბალახით, ხეებისა და ბუჩქების ფოთლებით. სწრაფად მრავლდება ვინაიდან სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 14-15 თვის ასაკში. ხურაობა ივლის-აგვისტოში, მაის-ივნისში მდედრი შობს ჩვეულებრივ 2 ნუკრს, ზოგჯერ ერთსა ან სამს. მამრი არ ზრუნავს შთამომავლობაზე, ზაფხულობით ის ცალკე ცხოვრობს, ზამთრობით კი ოჯახის წევრებთან ერთად. ზამთარში, როდესაც თავდაცვისთვის საჭიროა დიდი სიფრთხილე, შვლები ერთიანდებიან ჯოგებად.
სამეურნეო მნიშვნელობა: ძვიფასი სანადირო ცხოველია. კარგად ეგუება ადამიანისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს. ამიტომ შვლის მომრავლება ბევრ ადგილასაა შესაძლებელი და დიდ სარგებლობასაც მოიტანს. იძლევა დელეკატესებურ ხორცს, ტყავს, გამოიყენება რქები და ჩლიქები. მისი რიცხოვნობა შემცირდა ადამიანის საქმიანობის გავლენის გამო, ამიტომ შველზე ნადირობა 1974 წლიდან აიკრძალა.

საინტერესო ფაქტები: შვლების ვოკალიზაცია რამდენიმე განსხვავებულ ხმას მოიცავს, რომელთა შორისა ყეფისმაგვარი ხმა. მას ცხოველები შეშფოთებისას გამოსცემენ. პირველი ორი წლის განმავლობაში ვაცი შვლების რქები მოკლეა და განშტოება არ აქვს. ასაკის მატებასთან ერთად რქების სიგრძე იზრდება. განშტოებების რაოდენობა კი სამამდე, იშვიათად კი ოთხამდეხ ადის.

შველზე ნადირობა აკრძალულია

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა