დასავლეთ ციმბირული ლაიკა

დასავლეთ-ციმბირული ლაიკა – ეს ერთერთი ყველაზე პატივსაცემი მონადირე ჯიშის ძაღლია. ეს ყველაფერი სულაც არარის შემთხვევითი, რადგან მისი წარმოშვების და განვითარების ისტორია ამოწმებს მის მთავარ დანიშნულებას – დაეხმაროს ადამიანს ნადირობისას.
ეს ძაღლი ყველაზე მეტად გვახსენებს მგელს, არა მხოლოდ გარეგნულობით არამედ ქცევებით და ჩვევებითაც. დასავლეთ-ციმბირული ლაიკა ეს არის ერთერთი უიშვიათესი ჯიშის ძაღლი, რომელიც წარმოიშვა ბუნებრივი სელექციის მკაცრ პირობებში. ადამიანის ამოცანა შემცირდა არა იმიტომ, რომ შეემცირებინა ნადირობის ფორმა არამედ პირიქით, რადგან უზრუნველყოს მისი ბუნებრივი ინსტიქტები გარეულ ცხოველებთან ნადირობის დროს.

დასავლეთ-ციმბირული ლაიკა – რუსული უნივერსალური მონადირე ჯიშის ძაღლი
ამ ჯიშის თანამედროვე წარმომადგენლების წინაპრები იყვნენ განსხვავებული სახეობის ლაიკები, რომლებსაც ანაშებდნენ ურალის და ციმბირის მოსახლეობა. კონტინენტური კლიმატის პირობებში, ტაიგის სასტიკ ბუნებაში ჩამოყალიბდა ხასიათი და მუშაობის ხარისხი თანამედროვე დასავლეთ-ციმბირული ლაიკებისა. გადარჩნენ მხოლოდ ძლიერი ძაღლები, რომლებმაც მოუტანეს ადამიანებს რეალური სარგებლობა. ტაიგის მონადირეებმა შთამომავლობის რეპროდუქციამდე ლიკვიდაცია გაუკეთეს ისეთ ლაიკებს რომელთა გამრავლებაც არახელსაყელი იყო და შესაბამისად მათი კვებაც რთული იყო.
ეს ყველაფერი აღმოჩნდა რთული თანამედროვე სელქციონერებისათვის, მაგრამ სამაგიეროდ ამ გზამ მიიყვანა ისინი იქამდე, რომ ჩამოყალიბდა ჯიში, რომელიც თავისი სამონადირეო ხარისხით და ადამიანთა ერთგულებით აღიარებული იქნა მთელ მსოფლიოში.
დასავლეთ-ციმბირული ლაიკების წინაპრები არიან: ჰანტისკური, მანსისკური და ზარიანსკური ლაიკები, სწორედ მათი დართვით გამოიყვანეს დასავლეთ-ციმბირული ლაიკის ჯიში. მათი ყოველი დართვით მიღებული ლაიკები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან თავიანთი განსაკუთრებულობით და უპირატესობებით, სამომავლოდ ყველაზე ოპტიმალური აღმოჩნა დართვებიდან ამოეღოთ ზარიანსკური ლაიკები და დართვები გაგრძელდა მხოლოდ ჰანტისკური და მანსისკური ლაიკებით, სწორედ მათი დართვით მიღებული შედეგი არის დასავლეთ-ციმბირული ლაიკა. პირველი ტიპი უფრო გამხდარია, რომელსაც აქვს ვიწრო დრუნჩი და ვიწრო თავი. მერე ტიპის კი – უფრო ჩასუქებული ოდნავ წაგრძელებული დრუნჩით. ასეთი მრავალფეროვნება არ აზიანებს მათ ჯიშს, არამედ პირიქით აძლევს სელექციონებს საშუალებას სრულყოს მათი გენოფოდი. დასავლეთ-ციმბირული ლაიკების მთელი ისტორია შეიძლება დავყოთ ორ პერიოდად. პირველი – მრავალსაუკუნოვანი არჩევანი “მეთევზეთა”. მტკიცე ძაღლი არჩვეულებრივი მუშა ხარისხით დიდ ნადირზე ნადირობისას. მეორე – ეს იწყება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, სელექციონერების მიზანმიმართული მუშაობა – მოიყვანონ ჯიში სრულყოფილ სტანდარტამდე.
თავიდან ლაიკებს ახარისხებდნენ საერთო მშობლებით, რომლებიდანაც იყვნენ ისინი წამოშობილნი. დათვლილია სულ მცირე ათი ეკოტიპი, და ყოველი მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა ექსტერიერის ტიპით. 1925 წელს კინოლოგების შეკრებისას იყო პირველი მცდელობა აღეწერათ ლაიკების სტანდარტი: კარელსკური, ოსტიაცკოი, ზირიანსკოი, ხანტისკური და მანსისკური. სამი წლის შემდეგ სამონაირეო ლაიკების გამოფენაზე უკვე დიდი რაოდენობით ლაიკა იყო წარმოდგენილი.
1939 წელს კინოლოგიურ შეკრებაზე იქნა მიღებული ამ ჯიშების ახალი სტანდარტები. ლაიკების პოპულარულობა გაიზარდა და ეს იყო დაკავშირებული არა მხოლოდ სამოყვარულო ინტერსებთან არამედ ლაიკების ღირებულების ხარისხთან, რომელმაც დაეხმარა ადამიანს გაეზარდა მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე. ჩამოყალიბებული იქნა „ლაიკების მოყვარულთა კლუბი“ – რომელთა ხელმძღვანელები იყვნენ ცნობილი კინოლოგები. სამომავლოდ საბჭოთა კავშირში იქნა შექმნილი ძაღლსაშენები, რომლებიც ანაშებდნენ მონადირე ძაღლებს, მათგან კი 17 ძაღლსაშენი იყო დაკავებული ლაიკების მოშენებით. მეორე მსოფლიო ომის დროს ლაიკებს იყენებდნენ ტვირთის გადასაზიდად.
1947 წელს საბჭოთა კავშირის სამონადირეო კვლევითი ინსტიტუტიდან იყო მიღებული წინადადება, რომ შეეცვალათ ლაიკები კლასიფიკაცია და სტანდარტები. დროებით იქნა მიღებული 4 ჯიში. სრულყოფილი მიღებული სტანდარტი დასავლეთ-ციმბირული ლაიკებისათვის ოფიციალურად მოხდა 1952 წელს.

მრავალრიცხოვან პროფესიონალურ ძაღლსაშენებში აქტიურმა მოშენებამ საქმე მიიყვანა იქამდე, რომ 1970 წელს ჯიში უკვე მთლიანად ჩამოყალიბდა და დაიპყრო მონადირეების გულები. 1980 წელს დასავლეთ-ციმბირული ლაიკა იქნა აღიარებული მსოფლიო კინოლოგიური კავშირის მიერ (FCI)
ციმბირში მათ შეარქვეს მეტსახელი „ჩრდილოეთის მჭრელი“. დასავლეთ-ციმბირული ლაიკებისათვის არსებობს სტანდარტი რომელიც განსაზღვრავს მათ როგორც საშუალო სიმაღლის, მტკიცე კონსტრუქციის, კარგი კუნთოვანი სისტემის ფორმით და მტკიცე ძვლოვანი სისტემით.
მამრების სიმაღლე არის 55-60 სმ ხოლოდ მდედრების 51-58სმ. თავის ფორმა მოგვაგონებს ტოლფერდა სამკუთხედს, გრძელ დრუნჩი და ვიწრო თავის ქალა.
ტუჩები: სწორად არიან განლაგებული.
თვალები: არის ღრმად შეწეული და მათი ფერი კი არის მხოლოდ
ყავისფერი.
ეშვები: ერთმანეთს აცდენილი,
ყურები: აწეული და მოგვაგონებს გრძელ სამკუთხედს,
გულმკერდი: ვიწრო და კუნთოვანი,
კისრის მიდამოს ხერხემალი 1-2 სმ უფრო მაღალია ვიდრე წელის.
წინა და უკანა კიდურები: სწორი და კუნთოვანი, კუდი დახვეული. მიმართულება 1-2 სმ მაღლა ხერხემლიდან, ხვეული ან მრგვალი, გადაწეულია გვერდით ან დევს ხერხემალზე.
ბეწვი: სქელი და საშუალო ზომის, ლოყებზე და მხრებზე კი უფრო მაღალი.
შეფერილობის სახეობა: ნაცრისფრის და თეთრი ფერის სხვადსხვა კომბინაცია, წითური, კრემისფერი, ნაცრისფერ-წითური, ზოლიანი შავი-წითური-თეთრი ეს ბოლო ფერი კი ერთერთი უიშვიათესი არის.

დასავლეთ-ციმბირული ლაიკის ხასიათი

დასავლეთ-ციმბირული ლაიკების პატრონები მათ ხასიათზე დიდი ენთუზიაზმით მოგვითხრობენ. მოთხრობების მოსმენის შემდეგ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ჯიში – ადამიანის განათლებული პარტნიორი არის, თუ ამასთან ერთად ის მონადირეც არის, ამ შემთხვევაში მიიღება იდეალური ტანდემი.
ეს ძაღლები ნამდვილად გამოირჩევიან დაბალანსებული ფსიქიკით, მაგრამ ამასთან ერთად ენერგიული და სიყვარულით აღსავსენი არიან. ადამიანისადმი არააგრესიული, რათქამუნდა იმ შემთხვევაში თუ სპეციალურად არ ემტერება. ძალიან უყვართ ბავშვები და ვერ ეგუებიან სახლის პატარა ცხოველებს ასევე სხვა ჯიშის ძაღლებს. ეს კი გამოხატავს ამ ჯიშის ძაღლების ერთმანეთისადმი მეგობრულობის მაღალ დონეს, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე როდესაც მათი გენეტიკური წინაპრები ველური მგელები არის. ამ ძაღლებს აქვთ ძალიან განვითარებული გრძნობის თვისება.

ეს ძაღლი იმდენად არის ადამიანთან ურთიერთობას მიჩვეული, რომ მისთვის ძნელია მარტოობა და არასაკმარისი კონტაქტი. დროის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არის ითამაშოს და ამას აკეთებს ამოუწურვადი ენთუზიაზმით. დასავლეთ-ციმბირული ლაიკების ხასიათი არის მარტივი, ბუნებრივი და მომხიბვლელი, მაგრამ ამასთან ერთად მისი თანდაყოლილი და დამოუკიდებელი თვისება სიჯიუტე და დაჟინებაც არის. ის ყოველთვის მიდრეკილია იმისაკენ რომ შეასრულოს ყველაფერი, რასაც ითხოვს მისი პატრონი. ნადირობის დროს მისთვის ბრძანების მიცემა და მისი დაუყოვნებლივ შესრულება ინსტიქტური არის. ამიტომაც ბევრი მონადირე, რომელბმაც უკვე იციან თავისი ძაღლი, უპირატესობას ანიჭებენ მის გულმოდგინებას და არ აძლვენ ბრძანებებს პირიქით ურჩევნიათ თავიანთმა ძაღლმა იმოქმედოს დამოუკიდებელი ინსტიქტებით. დასავლეთ-ციმბირული ლაიკა შეაშინო რამით ძალიან რთულია, შეიძლება ითქვას რომ მისი წინაპრები უშიშრად დადიოდნენ პატრონთან ერთად დათვზე სანადიროდაც კი. ძაღლმა იცის მისი ფასი, დარწმუნებულია თავის ძალებში, მაგრამ ყოველთვის მზად არის აღიაროს ადამიანი როგორც ლიდერი და მიჰყვეს მის ბრძანებებს. ის გამოირჩევა ბუნებრივი აზროვნებით და მიხვედრილობით, მის აღზრდაში სირთულეები არ წამოიქმნება.

საუკეთესო მონადირე
დასავლეთ-ციმბირული ლაიკა – ეს არის უნივერსალური მონადირე, ზოგიერთები თვლიან, რომ ის ყველაზე საუკეთესო ვარიანტია დიდ ნადირზე სანადიროდ, დანარჩენები კი მიიჩნევენ რომ განუსაზღვრელია მისი ფასი ბეწვეულის მოპოვებაში. ასევე არიან მონადირეები რომლებიც მათ იყენებენ წყალმცურაც და გადამფრენ ფრინველებზე. მიუხედავად ასეთი დიდი ნადირობის სახეთა სხვაობებისა, ყველანი აღიარებენ დასავლეთ-ციმბირულ ლაიკას როგორც უნივერსალურ მონადირის ხარისხს, რომელიც დამოკიდებულია პატრონის სწავლების მონდომებასა და ხარისხზე. ადრე იყო მოსაზრება, რომ ეს ჯიში სანადიროდ გამოდგება მხოლოდ მკაცრი ჩრდილოეთის პირობებში, მაგრამ მან აჩვენა თავისი მუშაობის გამოყენებადობა და მუშაობის ხარისხი სამხრეთ კლიმატში, რომელიც ჩრდილოეთისგან განსხვავდება მკვეთრად მაღალი ტემპერატურით. ერთერთი ყველაზე ღირებული ხარისხი დასავლეთ-ციმბირული ლაიკებისა – ეს არის გამძლეობა. აუცილებლობის შემთხვევაში ისინი მუშაობენ დაუღლელობის ნიშნებით, როგორიცაა მაგალითად რამოდენიმე დღე რთულ კლიმატურ პირობებში ნადირობა. მათ აქვთ ერთი საინტერესო განსაკუთრებადობა რაც სხვა ჯიშის ძაღლებს არ აქვთ – ისინი კარგად იყენებენ საჭმლის მცირე რაოდენობასაც კი, რომელიც მათ აძლევს დიდ ძალას და ეხმარება დიდხანს გაძლოს მომდევნო საკვების მიღებამდე.
წყალზე ნადირობის სიყვარული დასავლეთ-ციმბირულ ლაიკას გადაეცემა მომკვიდრეობით. მკაცრი ჩრდილოეთის პირობებში ისინი ყინულოვან მდინარეებში თევზებზეც კი „ნადირობენ“, და პატრონისგან დამოუკიდებლად იკვებავენ თავს.
დასავლეთ-ციმბირული ლაიკა გამოირჩევა სხვა ჯიშის ძაღლებთან შედარებით თავისი გამძლეობით და ნაკლებად აღგზნებადობით. ისინი დაუღალავად დასდევენ ცხოველს, მიყვებიან მას კვალზე რომელიც მან გაიარა რამოდენიმე საათით ადრე. რთულია იპოვო მისი შემცვლელი სხვა ჯიშს ძაღლებში, როდესაც საუბარი მიდის რამოდენიმე საათის და რთულ პირობებში ნადირის კვალზე მიყოლაში. მაგალითად, შემოდგომის დროს ნადირობისას ან ქარსაცავის გასწვრივ მდებარე მდინარის ნაპირების გასწვრივ ისინი ყოველთვის მუშაოებნ ჩუმად, არ იწყებ ყეფას და მონადირისთვის მინიშნებას სანამ ისინი ნადირთან ახლოს არ მივლიან. მაგრამ როდესაც ისინი იპოვიან ნადირს იწყებენ ძალიან ხმამაღალი მინიშნების მიცემას და თანაც ნადირს ადგილზე აჩერებენ რომ მონადირისათვის მარტივი იყოს მიგნება. უშეცდომოდ განსაზვრავენ ასევე სად არის ნადირის ბუნაგი.
დასავლეთ ციმბირული ლაიკა წარმატებით გამოიყენება ნადირობისას როგორც ინდვიდუალური ასევე ჯგუფურად. სხვასხვა ქვეყნებში და უცხოეთში გამოიყენებენ მათ სხვადასხვა ცხოველებზე სანადიროდ. მათი ნადირობის შესაძლებლობები უსაზღვრო და ძალზედ საინტერესოა: დათვები, გარეული ღორები, ლოსები, კვერნები, ენოტები, ირმები, ტურები, მელები, ფოცხვერები, ხის როჭოები, იხვები და ეს ჩამონათვალი კიდევ დაუსრულებლად გრძელდება. თანამედროვე პერიოდში კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით სხვადასხვა ნადირი თუ ფრინველი.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ლაიკას ყოველთვის გამოიყენებდა დათვზე სანადიროდ ერთერთი ცნობილი რუსი ლაიკის მოყვარული და მონადირე ს.ფ. შერბაკოვი ურალში, მან თავისი დასავლეთ-ლაიკის მეშვეობით მოკლა 78 დათვი.


ზრუნვა დასავლეთ – ციმბირულ ლაიკაზე
მათი მფლოებელი უმეტეს წილად არიან მონადირეები, იშვიათია შევხვდეთ ადამიანებს რომლებსაც ისინი ყავთ მხოლოდ სპორტის და ჰობისათვის. ბოლო პერიოდში მათ ფლობენ ქალაქებში მაცხოვრებლებიც რომლებიც შორს არიან ნადირობისაგან მაგრამ ისინი ძლიერ მოხიბლა ტაიგის ამ ლამაზმნმა. ბოლო შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაქმნა დასავლეთ-ციმბირული ლაკისა სავარძლის ძაღლად შეუძლებელია. ის ყოველთვის განიცდის მოძრაობის ნაკლებობას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მას ხელი უნდა შევუწყოთ ხშირი და ინტენსიური გასეირნებით.
რა თქმა უნდა, ყველას ესმის რა არის ამ ძაღლისათვის და მათი პატრონისათვის საუკეთესო -გამოიყენო ის სანადიროდ.
ამ ჯიშის ძაღლის განვითარების პერიოდში არ არსებობს სირთულეები, როგორც დასავლეთ ციმბირი არის დასაჩუქრებული საუკეთესო ჯანმრთელობისათვის ანალოგიურად არიან ამ ჯიშის ძაღლები. მათი კვების რაციონი როგორც ზემოთ აღვწერე შეიძლება დაირღვეს და ძაღლმაც არ შეიტყოს ეს ყველაფერი, როგორც ფიზიკური ასევე შრომისუნარიანობით მაგრამ აუცილებელია ვკვებოთ კარგად რომ სამომავლოდ მძიმე პერიოდში მარტივად გადაიტანოს რთული პერიოდი, ან თუდნაც იმიტომ რომ მისი აგებულება გავაძლიეროთ. როგორც სხვა ჯიშის ძაღლებისა მის კვების რაციონში კარგი იქნება თუ შევიტანთ მოხარშულ ხორცს, თევზს, მარცვლეულს, ვიტამინების და მინერალების კომპლექსს. აუცილებელია გამოვრიცხოთ შებოლილი, შემწვარი, ფქვილის და ტკბილი პროდუქტები.
ბეწვს სჭირდება ხელშეწყობა მხოლოდ მაშინ როდესაც ძაღლი იცვლის მას, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. უნდა მოვაცილოთ ძველი ბეწვი და ამით ხელი შევუწყოთ ახლის კარგად განვითარებას.
არის ძალიან ბევრი შემთხვევა და ისტორია იმისა რომ ლაიკამ იხსნა მონადირე სიკვდილისაგან, მათ გადაიტანეს ყურადღება მონადირეზე თავდასხმული დათვისაგან და მონადირე გაანთავისუფლეს, სამწუხარდო ხანხახნ მათ ეს ყველაფერი სიცოცხლის ფასადაც უხდებოდა მაგრამ მონადირე და ერთგული პატრონი ყოველთვის აფასებენ მათ გმირულ საქციელებს.

დასავლეთ-ციმბირული ლაიკის სწავლება
ბევრს აინტერესებს როგორ აღვზარდოთ და ვასწავლოთ მათ როგორც მონადირე ძაღლებს. პირველი მონადირეობრივი სწავლებები იწყება 10 თვის ასაკიდან. შეიძლება ზოგიერთმა მონადირემ უფრო ადრე ან გვიან გადაწყვიტოს მაგრამ ეს არ უშლის მათ სწავლებას ხელს.
აქამდე კი აუცილებელია მათ ვასწავლოთ საერთო სტანდრტული კურსი, ამის გარეშე სამომავლო სწავლება იქნება წარმოუდგენელი. ყველაზე მნიშვნელოვანია საწყის პერიოდში ვასწავლოთ დამორჩილება.
შემდეგი ეტაპზე ძაღლი სპეციალურ მოედანზე სწავლობს ნადირს შორიდან, მათ ქმედებას, ფარის სინათლეს და სხვას, ეს ყველაფერი აუცილებელია კარგ მონადირედ ჩამოყალიბებისათვის. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ გვაქვს უფლება გავიყვანოთ ძაღლის ნადირთან ორთაბრძოლაში.

როგორ ავარჩიოთ ლეკვი
ლეკვის არჩევისას პირველი კითხვა რაც დაისმის ეს არის რისთვის უნდა პატრონს მისი გამოყენება, თუ მას უნდა ნადირობისათვის მაშინ მან უნდა იკითხოს და გაიგოს მშობლების შესაძლებლობები რომელ სახეობასთან აქვს გამოცდილება და როგორია მათი ხარისხი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან ნაკლები შანსია ლეკვი გაიზარდოს ისე რომ ვერ ინადიროს. ამ ყველაფერთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ლეკვების ფიზიკური აღნაგობა და მათი ჯანმრთელობა, ამასთან ერთად უნდა გვქონდეს ინფორმაცია მშობლების ჯანმრთელობის შესახებ.

კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ მშობლების მიღწევებს სანადირო და ასევე საგამოფენო კარიერას, კინოლოგიურ გამოფენებზე ძაღლებს აფასებენ ფიზიკურად და განსაზღვრავენ მათ ხარისხს ჯიშთან შესაბამისობაში. ასევე აუცილებელია ლეკვი ვიყიდოთ საიმედო პატრონისაგან, კარგი იქნება თუ მფლობელი წარმოადგენს შეჯვარების აქტის დოკუმენტებს თუ რა დროს მოხდა შეჯვარება დამადასტურებელი ფოტოსურათებით, რომლებზეც იქნება აღბეჭდილი შეჯვარების აქტი. ასევე ამ დროს აუცილებელია ესწრებოდეს კინოლოგი და ვეტერინარი, კინოლოგმა განსაზღვროს და დაადასტუროს ჯიშების თანაფარდობა და ვეტერინარმა დაადასტუროს, რომ ყველა პროცედურამ ნორმალურ ფარგლებში ჩაიარა.

* ინფორმაცია მოძიებულია რუსული და ინგლისური ვებ გვერდებიდან, სტატია მოამზადა და გადათარგმნა ჯგუფი “იმერეთი, საქართველო” – სთვის ემზარი აბჟანდაძემ
* ინფორმაციის გასაჯაროვება ავტორის უგულვებელყოფით აკრძალია.

(C) ემზარი აბჟანდაძე
(C) Wsl Imereti Georgia
წყარო: fb.com/wslaikage

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა