დაკარგული მონადირე 40 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

53 წლის ჯემალ მორჩილაძე, რომელსაც 40 დღეა ეძებენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში გარდაცვლილი იპოვეს.

მორჩილაძე ადგილობრივმა მონადირემ ჭაობში შემთხვევით შენიშნა. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი ჭაობში დაიხრჩო.

ჯემალ მორჩილაძე ოჯახის ინფორმაციით მარტო იყო წასული. ცხედარს წუხელ ბათუმში ჩაუტარდა ექსპერტიზა და დღეს გადაასვენებენ მის სახლში, ქობულეთში.

pirveliradio.ge

საიტის და მონადირეების სახელით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს 🙁

ყურადღება!!! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ნახეთ ყველა სიახლე პირველმა