გოჭა

[huge_it_slider id=”33″]

გოჭა – Gallinago media – Дупель


გოჭა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

საქართველოში გოჭა გვხდება მიმოფრენის დროს. ი. ჩხიკვიშვილის (1951) გადმოცემით შესაძლებელია ეს ფრინველი ბუდობდეს აღმოსავლეთ საქართველოს რიგ ადგილებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2200 მ – მდე.

აქვს 35 სმ სიგრძის სხეული, 200 გრამამდე წონა, მურა ფერის ბულბული მუქი ხაზებით.

ბინადრობს ჭაობიან ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე. საკვებს შეადგენენ ჭაობებში მცხოვრები მწერები, განსაკუთრებით კი მათი მატლები, ჭიები, ლოკოკინები, გვერდულენი.

მავნე მწერების განადგურებით გოჭას სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის

ეს ფრინველი სპორტული ნადირობის ობიექტია.