ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს

chernobyl-wolf_3464430b
უკრაინის ტერიტორიაზე მეცნიერებმა ახალი პროექტი დაიწყეს. მათი მიზანია გამოიკვლიონ გარეული ცხოველების სახეობები და რაოდენობა ჩერნობილის შემოგარენში.

როგორც ჩანს, ადამიანი ყველაზე საშიში მტერია ცხოველებისთვის, რადგან ჩერნობილის ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები შესვლასაც ვერ ბედავენ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ცხოველთა სახეობების საოცარად დიდი რაოდენობა ფიქსირდება. დღეს ჩერნობილის ტყეებში უამრავი ლოსი, ირემი და მგელი ბინადრობს.

ცხოველთა სახეობების საოცარად დიდი რაოდენობა ფიქსირდება. დღეს ჩერნობილის ტყეებში უამრავი ლოსი, ირემი და მგელი ბინადრობს.
chernobyl-horse_3464431b
ბიოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ადამიანის არ ყოფნის მიზეზია ასეთი დიდი რაოდენობის გარეულ ცხოველთა არსებობა ჩერნობილის ტყეებში და არა რადიაციისა.
chernobyl-lynx_3464429b
ბრიტანული გამოცემა “Current Biology”-ი წერს: “მეცნიერებმა დაკვირვება ვერტმფრენიდან განახორციელეს. მათ სურდათ გაეგოთ, რა სახის გარეული ცხოველები იმყოფებიან რადიაციულ ზონაში”.
chernobyl-eagle_3464432b
გაირკვა, რომ ადამიანების მიერ მიტოვებულ ადგილებში იშვიათი სახეობის ცხოველებიც დაბრუნდნენ. მაგალითად, ევროპული ფოცხვერი.
Animlas thriving around Chernobyl

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა