არგენტინული დოგი
[huge_it_slider id=”44″]



სტანდარტი
ზოგადი აღწერილობა: სწრაფი, ჭკვიანი, ძლიერი, ერთგული, აგზოტიკური ექსტერიერი, საუკეთესო მონადირე.
თავი და ქალა: არგენტინული დოგის თავი დიდი, მოცულობითი, ღაწვამაღალი, ზომიერი სიგრძისაა, შუბლი – ბრტყელი და ფართო. გადასვლა შუბლიდან თითქმის მართკუთხოვან, ოდნავ შევიწროებულ დრუნჩზე აღნიშნულია მკვეთრად. შუბლისა და დრუნჩის ზოლები პარალელურია, თავის ქალის ნაწილი და დრუნჩი – ერთნაირი სიგრძის. ცხვირის ბიბილო დიდი და შავია, ზედა ტუჩები – სქელი, კბილები – დიდი, თეთრი ფერის, თანკბილვა – მაკრატელისებრი. ასეთი ძაღლის თვალები ოვალური ფორმისაა, საკმაოდ პატარა და მუქი. ყურები მაღლაა დასმული, მდგომი და კუპირებული.
ტანადობა: ხვადი 62-68 სმ, ძუ 60-65სმ. წონა: ხვადი 38-48 კგ, ძუ 34-43კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი
შეფერილობა: თეთრი, დამახასიათებელია ცხვირთან, ყურთან ან თვალთან შავი ლაქა.
ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა: რელიეფური, მშრალი, კანი – გადაჭიმული და ელასტიური. ბეწვი მოკლე, სწორი და გლუვია. კისერი ძლიერი და კუნთოვანია, მკერდი – ზომიერად ფართო და ღრმა. მინდაო კარგადაა გამოხატული, ზურგი სწორია, წელი – მოკლე, ძლიერი, ოდნავ ამოღუნული. გავა ზომიერად ფართოა და მდორედ ეშვება მუცლის საფუძველთან, მუცელი – ამოწეულია. მხრები ამობურცული და კუნთოვანია, წინამხრები, მაჯები და მტევნები ძლიერია, ამასთან წინამხრები – სწორი, პარალელური. მტევნები დასმულია შედარებით პატარა დახრით. უკანა კიდურები უკნიდან შეხედვისას სწორი და პარალელურია. თეძოები დაფარულია რელიეფური მუსკულატურით. წვივები გრძელი და დახრილად დასმულია. წინატერფერი ძლიერია, თითქმის შვეული. თათები ძლიერი და მრგვალია, თითები – მჭიდროდ შეკრული. კუდი სქელია საფუძველთან და ვიწროვდება ბოლოში, სიგრძით აღწევს სახტომ სახსრებს. მშვიდ მდგომარეობაში კუდი მდორე რკალით მოიღუნება მაღლა, მაგრამ შემოხვეული არაა. კორდობის დოგების მსგავსად არგენტინული დოგი თეთრი შეფერილობისაა, რასაც წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. თეთრი ფერი გამოყოფს ძაღლს და ამცირებს მასში თოფიდან შემთხვევითი მოხვედრის შესაძლებლობას. ცხოველზე რამდენიმე ძაღლის თავდასხმის დროს მათთვის უფრო მარტივია ორიენტირება საერთო ჩხუბში. სიბნელეში მონადირე ძაღლის გარჩევა შეიძლება არა მარტო ხმის მიხედვით, არამედ ვიზუალურადაც. თუმცა, უარყოფითი მომენტი ისაა, რომ თეთრი ფერი – ეს ალბინოსთა ფერია ყველა გამომდინარე შედეგით (კრიპტორქიზმი და სიყრუვე). ამიტომაც, მწარმოებელთა არჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ შავ ცხვირს და მუქ თვალებს. ამის მიუხედავად, სიყრუვეს ზოგჯერ მაინც აქვს ადგილი.
1949 წელს იძულებულნი იყვნენ ბულ-ტერიერებისათვის დაეშვათ მრავალფეროვნობა. არგენტინელები ჯერჯერობით მხოლოდ თეთრ ზოლს აღიარებენ. ექსპერტთა მოსაზრებით, არგენტინული დოგი – ჩინებული ძაღლია, იაგუარზე ან პუმაზე ნადირობა კი მის გარეშე წარმოუდგენელია. სამშობლოში არგენტინულ დოგებს იყენებენ ასევე პოლიციაში და ჯარში საყარაულო სამსახურისათვის. ამ ძაღლების პრესტიჟი ძალიან მაღალია – არგენტინელები არგენტინული დოგით ისევე ამაყობენ, როგორც გერმანელები – დობერმანით. არგენტინაში არგენტინული დოგების სულადობა დაახლოებით 3 000 წარმომადგენელს ითვლის. მოშენების ცენტრებია კორდობა, ბუენოს-აირესი, ლა-პლატა, მენდოსა, სან-ლუისი. ევროპისათვის არგენტინული დოგი ჯერჯერობით ეკზოტიკური და ძალზე ძვირი ჯიშია. მისი მოშენება, ძირითადად, გერმანიაში ხდება, თუმცა სელექცია გართულებულია, უმთავრესად, ტომობრივი მასალისა და სისხლთა შეზღუდულობის გამო. ამის გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინაში განხილული ჯიშის ძაღლები ტომობრივი მოშენებისათვის დაშვებულია მხოლოდ „პუმისა” და „გარეული ღორის” ტესტების გასინჯვის შემდეგ. ამასთან, შემოწმების პირობები მაქსიმალურად ახლოა ნამდვილ ნადირობასთან. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს არგენტინული დოგის მოყვარულთათვის, თუ ცხადია, მათ სურთ საუკეთესო სამუშაო თვისებების მქონე ძაღლების და არა დეკორატიული საგამოფენო ეგზემპლიარების მიღება.
