არ ესროლოთ!!!

Sans titre 20 კეთილშობილი (კავკასიური) ირემი – Cervus elaphus Linnaeus

CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ:  ირემი საქართველოში თითზე დასათვლელი ეგზემპლიარია დარჩენილი.
ის ჩვენი ტყეების ერთერთი ულამაზესი არსებაა. მგლის პოპულაციით და ადამიანების მოუფრთხილებლობის
გამო ეს ენდემური სახეობა საქართველოს მხოლოდ ორ გეოგრაფიულ წერტილში ისიც
ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი.  ნუ ვიზამთ ისე
რომ მომავალ თაობას ჩვენი ტყეების უძველესი ბინადრის: კავკასიურის ირმის ნაცვლად ევროპული ან სხვა
ირმის გამრავლება მოუწიოს ჩვენს სამშობლოში.

Sans titre 24

ნიამორი – Capra aegagrus Linnaeus

CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ: ადამიანების მოუფრთხილებლობის გამო ნიამორის რაოდენობა ძალიან შემცირებულია.
წითელი წიგნის მონაცემებით, დღესდღეოისობით მისი  მთელი პოპულაცია, თითქმის ერთ გეოგრაფიულ წერტილშია.
იმყოფება უკიდურესი საფრთხის წინაშე.

Sans titre 26

ჯიქი (ლეოპარდი) – Panthera pardus Linnaeus

CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ:
 ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოში დაფიქსირებულია ამ ულამაზესი არსების

მხოლოდ ერთი ეგზემპლარი და მარტოდმარტო დაეხეტება. ის ჩვენი ისტორიის,
ხალხური თქმულებების ნაწილია. მისი სახელი ვაჟკაცობასთან, სიძლიერესთან, მოხერხებასთან და სიმამაცესთან ასოცირდება.

Sans titre 28

ფოცხვერი – Lynx lynx Linnaeus

CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ:
 ფოცხვერი შემცირებულია იმ დონემდე რომ მას უკიდურეს საფრთხის წინაშე

მყოფი ტაქსონის წოდება მიანიჭეს. მოვუფრთხილდეთ საქართველოს ამ ულამაზეს ფაუნის წარმომადგენელს.

Sans titre 30

აფთარი – Hyaena hyaena Linnaeus

CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ: ასევე გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველი. მისი პოპულაცია ძალიან მცირეა.
ყურადღება მიაქციეთ, საქმე ეხება არა რაოდენობის შემცირებას არამედ გადაშენებას!!!

Sans titre 34

ქურციკი (ჯეირანი) – Gazella subgutturosa Güldenstaedt

RE – გადაშენებულია ეროვნულ დონეზე
რატომ არ უნდა ვესროლოთ: გარეულ ჩლიქოსნებს შორის ულამაზესია ქურციკი (ჯეირანი).

იგი საქართველოს ველების სიამაყედ ითვლებოდა, ახლა კი ჩვენში თითქმის სრული
გადაშენების პირზეა მისული. დაუდევრობით და მოუფრთხილებლობით ერთხელ
უკვე გავანადგურეთ, 2006 წლის მონაცემებით მას მიანიჭეს წოდება – RE (გადაშენებულია ეროვნულ დონეზე).
ახლა კი როდესაც ხელახლა შემოიყვანეს და მიმდინარეობს მისი პოპულაციის აღდგენა,
არანაირი უფლება არ გვაქვს მოვსპოთ, გავანადგუროთ. ეს ჩვენი მხრიდან არაადამიანური და ამორალური საქციელი იქნება

Sans titre 38 დურაჯი – Francolinus francolinus

CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ: ჩვენი ქვეყნის მკვიდრ ფრინველთაგან განსაკუთრებით მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ
დურაჯის დაცვა-გამრავლებას. დურაჯი ჩვენში ბოლო ხანებში თითქმის მთლიანად გადაშენდა. მხოლოდ ამ უკანასკნელ წლებში ისევ გამოჩნდა
საქართველოს ტერიტორიაზე. მოვუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ფაუნის წარმომადგენელს.

Sans titre 40 ვარდისფერი ვარხვი – Pelecanus onocrotalus

რატომ არ უნდა ვესროლოთ: ვარხვი ჩვენი ბუნების სტუმარია, საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება ხოლმე.
გამორჩეული გარეგნობა ყველას ყურადღებას იქცევს. ვარხვის რაოდენობა
მსოფლიოში ყოველწლიურად კლებულობს.
ვარხვი ფრენისას თუ წყალზე ჯდომისას მისი ზომისა და ნისკარტის მოყვანილობის გამო, ადამიანების ცხოველ ინტერესს იწვევს,
დაკვირვების ობიექტია. ხორცი საჭმელად გამოუსადეგარია.
მინიმუმ იმიტომ არ უნდა ვესროლოთ, რომ თუნდაც მეორეჯერ ვნახოთ,
ან სხვამ ნახოს ეს არაპროპორციული, თვალისთვის უცხო ფრინველი.

Sans titre 42

კოდალა – Picidae

რატომ არ უნდა ვესროლოთ: კოდალა ტყის სანიტარია და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ჩვენი ბუნებისთვის.
ყოველთვის მისი მოკვლა მონადირის არაეთიკურ
და ბუნებისადმი მოუფრთხილებლურ საქციელზე მიგვანიშნებს. ვერცერთი ფრინველი ვერ ჩაანაცვლებს ვერც მის სილამაზეს
და მითუმეტეს მის საქმიანობას ტყეში. მისი მოკვლა არ შეიძლება!!!

Sans tdddtre 46

გედი – Cygnus

რატომ არ უნდა ვესროლოთ: გედი ჩვენი ტბებისა და წყალსატევების მშვენებაა.
ჩვენთან მიმოფრენისას გვხვდება გედის 2 სახეობა: სისინა ანუ
წითელნისკარტა – Cygnus olor  და მყივანი გედი – Cygnus cygnus. მათი დანახვა ისეთი სიამოვნებაა რომ შეუძლებელია
ადამიანის ყურადღება არ მიიქციოს, გუნება არ გამოუკეთოს,
განწყობა არ აუმაღლოს. გედი – სიმბოლო აღორძინების, სიწმინდის,
სიამაყის, მარტოობის, კეთილშობილების, პოეზიის, სრულყოფილების, ერთგულების.
გააჩნია მეწყვილისადმი უსაზღვრო ერთგულება. ბევრ მონადირეს სროლის მერე მთელი ცხოვრება სანანებლად
დარჩენია გედის მოკვლა, მისი დამწუხრებული,მგლოვიარე მეწყვილის შემხედვარე. მისი ხორცი გამოუსადეგარია.
მოვუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ფრინველს.

Sans titre 44

მტაცებელი ფრინველები – Accipter; Falco

რატომ არ უნდა ვესროლოთ: მტაცებელი ფრინველები ერთ დროს კანონგარეშედ, მავნებლებად იყო მიჩნეული და ზოგიერთი სახეობა
გადაშენების, გაწყვეტის პირამდე მიიყვანეს, თუმცა შემდეგ დრომაც და კვლევებმაც დაადასტურარომ ისინი პირიქით
სასარგებლონი არიან ბუნებისთვის და კაცობრიობისთვისაც, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ამცირებენ მღრნელებსა და დაავადებულ
ფრინველებს. არ უნდა ვესროლოთ თუნდაც იმიტომ, რომ ისინიც მონადირეები არიან.
ისინიც სანადიროდ არიან გამოსულები და ჩვენი ბუნებაში ყოფნისას  ბევრჯერ დაგვატკბობენ ოსტატური პიკირებითა თუ
მსხვერპლზე შთამბეჭდავი დადევნებებით. არ შეიძლება მათი მოკვლა იმიტომაც რომ ჩვენთან მტაცებელ ფრინველებს
გეშავენ და სანადიროდ იყენებენ. გაიხსენეთ ისტორია ჩვენი დედაქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით.
მტაცებლები საქართველოში უმეტესად მიმოფრენისას გვხდებიან.
მათი უმეტესობა სულ რამოდენიმე დღეს ატარებს საქართველოში და შემდეგ თბილ ქვეყნებში მიფრინავენ. მონადირე მონადირეს
არ ესვრის, თუნდაც ამიტომ, მისი მოკვლა ამორალურია

არ ესროლოთ შორ მანძილზე მყოფ ნადირ-ფრინველს.

რატომ არ უნდა ვესროლოთ: ძალიან ბევრ მონადირეს მცდარი წარმოდგენა აქვს გლუვლულიანი თოფის მიერ საიმედო მიტანის მანძილზე. წინა, კომუნისტური წყობილების დროს წარმოებული კვლევების მიხედვით დადგენილი იყო სანადირო გლუვლულიანი იარაღის მიერ საფანტის საიმედო მიტანის მანძილი: 12 ყალიბის გლუვლულიანი თოფის საიმედო მიტანის მაქსიმალური მანძილი #1 საფანტისათვის არის 50 მეტრი, #3, #4, #5 საფანტისათვის-40 მეტრი, #6-35, #7 და #8 – 30 მეტრი. აღნიშნულ მანძილზე სიჯგუფე დაახლოებით უდრის 50%-ს, ხოლო საფანტის მიტანის სისწრაფე 197-217 მ/წამში. ბევრი მიხვდება რატომ არის მოყვანილი ეს მაგალითები, სამწუხაროდ ბევრიც ვერა…
ბევრ თანამედროვე მონადირეს მანძილის შეგრძნების გრძნობა დაკარგული აქვს, ან არ იყენებს. ხშირად შეხვდებით ისეთ სიმაღლეზე მსროლელ მონადირეებს, როგორზედაც ნორმალური მონადირე დამიზნებასაც არ იკადრებს, არათუ გასროლას. ვისაც არ ესმის ამ კვლევის შინაარსი გავმარტავ, რომ საიმედო მიტანა ნიშნავს იმ მანძილს, ნორმალური დამიზნების შემთხვევაში სანადირო ობიექტს რომ მოიპოვებ და არა იმ მანძილს რომელზეც თოფს საფანტის მიღწევა და სანადირო ობიექტის დაჭრა შეუძლია. დაიმახსოვრეთ წესიერი მონადირე არასდროს ესვრის იმ მანძილზე რომელზეც ფიქრობს რომ ფრინველის დაჭრაა შესაძლებელი ან საერთოდ ვერ დაჭრა. სროლა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ დროს როცა ნანადირევის აღებას და გამოყენებას მოვახერხებთ. უაზრო მანძილზე სროლისას უამრავ სანადირო ობიექტს ვაზიანებთ ისე რომ ამას არც ვუფიქრდებით. რამდენიმე “ძალაგამოცლილი” საფანტი არ ეყოფა მოსაკლავად და ადგილზე ჩამოსავარდნად სანადირო ობიექტს, თუმცა შეიძლება ეყოს იმისთვის რომ ის ან მოშორებით ჩავარდეს მკვდარი, ან კიდევ ჭრილობისგან დასუსტებული სადმე ჩამკვდარიყო რამდენიმე დღეში ან ტურის კერძი გამხდარიყო.
გახსოვდეთ, ნამდვილი მონადირე არასდროს არ მისცემს თავს იმის უფლებას, ბუნება ცივსისხლიანად დააზიანოს. ნამდვილი მონადირე ნადავლით თუ უნადავლოდ მონადირეა და მას ნამდვილად არ აწუხებს არასრულფასოვნების განცდა როდესაც ცარიელი მიდის სახლში, მან იმ ხეტიალით, ბუნებაში გასვლით მიიღო ის სიამოვნება რომელსაც ვერანაირი ნადავლი ვერ შეედრება, იმ ხალხისაც განსხვავებით, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან უნადავლობას, ზოგი კი ისე მტკივნეულად განიცდის, ბაზარში ყიდვაც არ ეთაკილება.
გახსოვდეთ, ნადირობა პროფესია არ არის, ნადირობა ხელოვნებაა. მონადირედ რომელიმე დიპლომით ვერ გახდება ადამიანი, მონადირედ იბადებიან.